NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“პატრიოტთა ალიანსი” საპროტესტო აქციებს იწყებს

“პატრიოტთა ალიანსი” საპროტესტო აქციებს იწყებს

16 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 393 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“პატრიოტთა ალიანსი” იწყებს საპროტესტო აქციების ციკლს. პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პირველი აქცია გაიმართება 17 სექტემბერს.

 “ჩვენი საპროტესტო აქციების ძირითადი მოთხოვნები იქნება რამდენიმე მიმართულებით. ამასთანავე მინდა გითხრათ, რომ ეს აქცია არ დასრულდება საპროტესტო მსვლელობით და შიმშილობის აქტით. უკვე მზად არის 17 მოშიმშილე, რომელიც 17 სექტემბრიდან დაიწყებს შიმშილობას, გაგრძელდება აქცია 1 ოქტომბერს ისევ რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბებით, 24 სექტემბერს ბათუმში იქნება, რვა ოქტომბერს უკვე შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, მთელი ამ პერიოდის მანძილზე მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზრდება”,- აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციების განმავლობაში “პატრიოტთა ალიანსს” ექნება რამდენიმე ნაწილში მოთხოვნები – კონსტიტუციის ნაწილში, პოლიტიკურ ნაწილში და სოციალურ პოლიტიკურ ნაწილში.ინაშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტება მოთხოვნები გააცნო.

კონსტიტუციის ნაწილში ჩვენი მოთხოვნები იქნება:

1. საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწეროს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა.

2. კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ახალგაზრდა თაობაში ეროვნული ცნობიერებისა და ქართული აზროვნების ჩამოყალიბება სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა.

3. უნდა აღდგეს ჩანაწერი,რომლის თანახმადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა.

4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არც მფლობელი და არც დამქირავებელი არ შეიძლება იყოს უცხოელი.

5. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს.

პოლიტიკურ ნაწილში ვითხოვთ:

1. შეიქმნას სახელმწიფო კომისია რომელიც დაიწყებს მუშაობას ახალი პოლიტიკური ფორმატის “საქართველო-ნატო-რუსეთის”ამოქმედებაზე რომელიც უპრეცედენტო პროექტია თავდაუსხმელობის, უსაფრთხოების, საზღვრების უცველობის კუთხით და ამავე კონტექსტში დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან.

სოციალური პოლიტიკის ნაწილში ჩვენი მოთხოვნები ასეთია:

1.შეიქმნას საბანკო გადასახადების მარეგულირებელი კომისია,რომელიც დაარეგულირებს არა უბრალოდ საბანკო კრედიტის პროცენტის მოცულობას,არამედ ჯამში ყველა საბანკო გადასახადს. წლიურად,ეს გადასახადი დოლარში უნდა იყოს 6%, ხოლო ლარში 9%,იგივე უნდა ეხებოდეს მიკრო საფინანსო ორგანიზაციებს. ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს საბანკო გადასახადების რეგულაცია და პროცენტის შემცირება იმგვარად რომ მოსახლეობამ თავი დააღწიოს საბანკო ტერორს და მძევლობას.

2. იპოთეკარებისა და მეანაბრეების თემა – სასწრაფოდ შეიქმნას სახელმწიფო კომისია,რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს თითოეული დაზარალებულის საქმეს და არა მარტო განიხილავს,არამედ ინდივიდუალურად გადაწყვეტს ყოველი კონკრეტული ოჯახის საკითხს,სწორედაც რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით.

3. დაიწყოს ხელახალი აღწერა და სოციალური შემწეობა აღუდგეს ყველა იმ მოქალაქეს,რომელსაც ის უსამართლოდ გაუუქმეს,შეიცვალოს ე.წ. კრიტერიუმების, ქულების მინიწების აბსურდული სისტემა,რომლის საფუძველზეც შემწეობა ერთმევა ყველა გაღატაკებულ ფენას”,- განაცხადა ინაშვილმა.

 

კომენტარები

2017-09-16
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზაზა ფაჩულია “ირმას” მიერ დაზარალებულ 100-მდე ძაღლსა და კატას დაეხმარა

შემდეგი სტატია

ხახაბოს ტყეში ქარის გამო დაკვამლიანება გაიზარდა

მსგავსი სტატიები

რურუა: სააკაშვილის უკანონო დაპატიმრება პოლიკური დევნის სამარცხვინო აქტია

09 დეკ 2017
გუდაურში ექსპერტები საბაგირო „საძელეს“ სადგურის ტექნიკურ მდგომარეობას სწავლობენ

გუდაურში ექსპერტები საბაგირო „საძელეს“ სადგურის ტექნიკურ მდგომარეობას სწავლობენ

სოსო ელისაშვილი 18 მარ 2018

პროფესიულ განათლებაში ახალი პროგრამები ამოქმედდება

09 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

    ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

  • აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

    აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

  • ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

    ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

  • ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

    ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

  • აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

    აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

  • “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

    “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

  • ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

    ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

  • “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

    “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

  • ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

    ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge