NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»„მომავლის ფული“- კრიპტოვალუტა

„მომავლის ფული“- კრიპტოვალუტა

16 სექ 2017 ბიზნესი, მნიშვნელოვანი 305 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რა არის კრიპტოვალუტა

კრიპტოვალუტა ციფრული ფულის მზარდი კატეგორიაა, რომელიც კრიპტოგრაფიულ ალგორითმებს ეფუძნება.

კრიპტოვალუტა  ციფრულად, ყველასთვის ღია პრინციპით, „მაინინგით“ იქმნება.

ალბათ უკვე არაერთხელ გსმენიათ ბიტკოინზე და სხვადასხვა კრიპტოვალუტებზე, რომლებიც ყოველდღიურად ცვლიან მსოფლიოს. ეს ყველაფერი შესაძლოა ირეალურად მოგვეჩვენოს თუ მათ შესახებ პრაქტიკული ცოდნა არ გაგვაჩნია.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით უმსხვილესი კორპორაციები, მთავრობები და უბრალოდ ადამიანები აქტიურად ითვისებენ ამ ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც საშუალებას აძლევთ მათ ახალ საფეხურზე აიყვანონ საკუთარი ფინანსური კეთილდღეობა.

რა არის ბიტკოინი

ბიტკოინი ამ ტიპის ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემებიდან პირველია.

ტრადიციული ვალუტისგან (ლარი, დოლარი, ევრო…) განსხვავებით, ბიტკოინი არსად იბეჭდება და მას არავინ აკონტროლებს.

ე.წ. „მომავლის ფულის“ ემისია მსოფლიოს მასშტაბით სისტემაში ჩართულ მრავალ კომპიუტერზეა დამოკიდებული, რომლებიც სპეციალური პროგრამით ამუშავებენ მონაცემებს.

ბიტკოინის ყიდვა ტრადიციული ვალუტისგან გაცვლით არის შესაძლებელი. მისი დამახასიათებელი მთავარ ფაქტორი ის არის, რომ რომელიმე ცენტრალური ინსტიტუტის ან ორგანიზაციის მიერ არ გაიცემა. შესაბამისად ბაზარზე დამატებითი ბიტკოინების გამოჩენით, ვალუტას გაუფასურება არ ემუქრება.

ბიტკოინის ქსელი ცენტრალური სერვერით არ იმართება. თითოეული მოწყობილობა, რომელიც ამუშავებს ტრანზაქციებს და მოიპოვებს ბიტკოინებს საერთო ქსელშია ჩართული და დაკავშირებულია სხვებთან. რაც ნიშნავს, რომ არცერთ სახელმწიფო სარეგულაციო ინსტიტუტს არ შეუძლია აკრძალოს „ელექტრონული მონეტები“. ფული მიმოქცევაში რჩება, მაშინაც კი, როცა ქსელს რომელიმე მონაწილე ეთიშება.

მომხმარებელს შეუძლია ფლობდეს ბიტკოინის რამდენიმე მისამართს. ანონიმურობა სრულად დაცულია. ის არაა დაკავშირებული რეალურ მისამართთან, სახელსა და გვართან, ტელეფონის ნომერთან, ელექტრონულ მისამართთან თუ სხვა პირად ინფორმაციასთან.

ბიტკოინის სისტემა თითოეულ ტრანზაქციას უზარმაზარ საერთო რეესტრში – ბლოკთა ჯაჭვში ინახავს. ამა თუ იმ მიმდინარე ნაშთისა და ტრანზაქციის მონაცემები ინახება საჯარო მონაცემთა ბაზარში, მაგრამ მისამართის მფლობელისთვის ვინაობა ანონიმურად რჩება.

ბიტკოინი ელექტრონულ მიმოქცევაში არსებული ტრადიციული ვალუტების მსგავსად, სხვადასხვა საქონლის და მომსახურების შესაძენად გამოიყენება.

ჩვეულებრივი ვალუტა დამყარებულია ოქროსა და ვერცხლზე, ბიტკოინი კი მათემატიკაზეა დაფუძნებული.

ბიტკოინი მიიღება სპეციალური მათემატიკური ფორმულით.

მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაგზავნილი ფული რამდენიმე წუთში, სისტემის ქსელში ტრანზაქციის დამოწმებისთანავე, მიდის ადრესატთან.

უკვე გაგზავნილი ბიტკოინის დაბრუნება შეუძლებელია, თუ მიმღები თავად არ დააბრუნებს მათ.

ბიტკოინი პირველად 2008 წელს სატოშ ნაკამოტოს (ადამიანი, ან ადამიანების ჯგუფი, რომელმაც ბიტკოინი გამოიგონა) მიერ იყო ნახსენები, 2009 წლის იანვარში მისი პირველი კლიენტური პროგრამა შეიქმნა და გამოუშვეს პირველი ბიტკოინები. ამავე პერიოდში განხორციელდა პირველი ტრანზაქცია ბიტკოინის გამოყენებით. პირველი ტრანზაქციის დროს 10000 ბიტკოინად პიცა შეიძინეს.

ბიტოკინით ვაჭრობა სხვა ვალუტების მიმართ 2009 წლის 5 ოქტომბერს დაიწყო.

მისი თავდაპირველი ღირებულება შემდეგი კურსით განისაზღვრა: US$1 = 1,309.03 BTC.

ბიტკოინის ეს დებულება ელექტრობის ხარჯებს ეფუძნებოდა, რომელსაც ბიტკოინების გენერირებისთვის გამოყენებული კომპიუტერი მოიხმარდა.

2011 წელს ბიტკოინისადმი დაინტერესება გაიზარდა და მისი ღირებულებ $0.30– $32-მდე მერყეობდა.

2012-2013 წლების კვიპროსის ფინანსური კრიზის დროს., კერძოდ 2013 წლის 10 აპრილს ბიტკოინის ფასმა რეკორდულს $266–ს მიაღწია, შემდეგ კი $50–მდე დაიწია.

2013 წლის 27 ნოემბერს მისმა ღირებულებამ $1000-ს პირველად გადააჭარბა. დღესდღეობით კი ბიტკოინის ღრებულება $3.600-ა.

ბიტკოინის პროტოკოლის თანახმად, ოდესმე „მოპოვებული“ ბიტკოინების რაოდენა 21 მილიონს ვერ გადააჭარბებს, თუმცა ერთი მონეტა უფრო მცირე ერთეულებად იყოფა: ცენტიბიტკოინი- 0.01, მილიბიტკოინი- 0.001, მიკრობიტკოინი- 0.000001 და „სატოში“- ბიტკოინის უმცირესი ნაწილი, მისი ას მემილიონედი.

ბიტკოინის გადაცვლა 2 წელია რაც საქართველოშიც ხდება.  e-money-ს ქართველ მომხმარებელს, ბიტკოინის შეძენა ელექტრონული ბალანსის მეშვეობით შეუძლია.

კომენტარები

ბიტკოინი ვალუტა კრიპტოვალუტა მომავლის ფული 2017-09-16
Tags ბიტკოინი ვალუტა კრიპტოვალუტა მომავლის ფული
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისი-რუსთავის გზაზე ხანძარია

შემდეგი სტატია

„შენების მოძრაობამ” თემქის მაჟორიტარობის კანდიდატად გოჩა მსხილაძე წარადგინა

მსგავსი სტატიები

„ვისურვებდი, საქართველოს პრეზიდენტიც ისეთი იყოს ქვეყნისთვის, როგორიც პუტინა რუსეთისთვის“

„ვისურვებდი, საქართველოს პრეზიდენტიც ისეთი იყოს ქვეყნისთვის, როგორიც პუტინა რუსეთისთვის“

09 ნოე 2017
უკრაინის საკასაციო სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

უკრაინის საკასაციო სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

03 აპრ 2018
კუპრავა: „ზაზას ჩვენ დავიცავთ, მას პროკურატურის და შსს-ს დაცვა არ სჭირდება“

კუპრავა: „ზაზას ჩვენ დავიცავთ, მას პროკურატურის და შსს-ს დაცვა არ სჭირდება“

01 ივნ 2018

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • რამდენმა ადამიანმა და უწყებამ უნდა თქვას, რომ „ჩაინიკები“ არიან, რომ ბოლი გამოუშვან? – ასე დგას საკითხი

    რამდენმა ადამიანმა და უწყებამ უნდა თქვას, რომ „ჩაინიკები“ არიან, რომ ბოლი გამოუშვან? – ასე დგას საკითხი

  • ფინანსთა სამინისტროს გაუმჯობესებული მუშაობა ეკონომიკაზეც უნდა აისახოს

    ფინანსთა სამინისტროს გაუმჯობესებული მუშაობა ეკონომიკაზეც უნდა აისახოს

  • სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე, „ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან?” – არა, გითხარით უკვე!

    სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე, „ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან?” – არა, გითხარით უკვე!

  • ომბუდსმენის შეფასებით, ის, რომ 20 ივნისის აქციის შემდეგ მხოლოდ აქტივისტები არიან დაკავებული და არც ერთი სამართალდამცავი პასუხისგებაში მიცემული არაა, ამ პროცესს ჩრდილს აყენებს

    ომბუდსმენის შეფასებით, ის, რომ 20 ივნისის აქციის შემდეგ მხოლოდ აქტივისტები არიან დაკავებული და არც ერთი სამართალდამცავი პასუხისგებაში მიცემული არაა, ამ პროცესს ჩრდილს აყენებს

  • იმედია კომპრომისამდე მივალთ – მდინარაძის კაბინეტში საარჩევნო სისტემის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

    იმედია კომპრომისამდე მივალთ – მდინარაძის კაბინეტში საარჩევნო სისტემის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

  • ადამიანები მიდიან და მოდიან, ერთ პროფესიონალს მეორე შეცვლის, მაგრამ საპენსიო რეფორმა ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებაზე არაა დამოკიდებული

    ადამიანები მიდიან და მოდიან, ერთ პროფესიონალს მეორე შეცვლის, მაგრამ საპენსიო რეფორმა ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებაზე არაა დამოკიდებული

  • გუშინდელმა შეხვედრამ გააჩინა შანსი, რომ ივანიშვილი კომპრომისზე წამოვიდეს – ივანიშვილის სიტყვას ბოლომდე ვერ ენდობი, ვიდრე არ გაფორმდება

    გუშინდელმა შეხვედრამ გააჩინა შანსი, რომ ივანიშვილი კომპრომისზე წამოვიდეს – ივანიშვილის სიტყვას ბოლომდე ვერ ენდობი, ვიდრე არ გაფორმდება

  • ოპოზიციასთან შემდეგ შეხვედრაზე საუბარი იქნება, როგორ მოვემზადოთ 2020-ის არჩევნებისთვის ისე, რომ 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილება შევინარჩუნოთ

    ოპოზიციასთან შემდეგ შეხვედრაზე საუბარი იქნება, როგორ მოვემზადოთ 2020-ის არჩევნებისთვის ისე, რომ 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილება შევინარჩუნოთ

  • ხელისუფლება თუ მოგვიტანს უკეთეს მოდელს, ვიდრე ჩვენ შევთავაზეთ, გერმანულზე და ავსტრალიურზე ჯვარი კი არ გვაქვს დაწერილი

    ხელისუფლება თუ მოგვიტანს უკეთეს მოდელს, ვიდრე ჩვენ შევთავაზეთ, გერმანულზე და ავსტრალიურზე ჯვარი კი არ გვაქვს დაწერილი

  • ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მეორე რაუნდის შემდეგ, „ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველი არის“

    ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მეორე რაუნდის შემდეგ, „ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველი არის“

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge