NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპულ ცენტრში გამართულ სემინარს დაესწრო

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპულ ცენტრში გამართულ სემინარს დაესწრო

15 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 742 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპულ ცენტრში გამართულ სემინარს დაესწრო.

ქართველმა, უკრაინელმა და მოლდოველმა დეპუტატებმა, ამერიკელ და ევროპულ პარტნიორებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. გერმანიაში, ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპულ ცენტრში გამართულ სემინარზე დისკუსია გაიმართა რეგიონალური უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებისა და საფრთხეებზე, რუსეთის მიერ სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე, ენერგეტიკული და ინფორმაციული, პოლიტიკის ზეწოლის ბერკეტების გამოყენებაზე. კანონმდებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებების, მათ შორის,  ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე, აუცილებელია არსებული თანამშრომლობის ფორმატების გაფართოვება, კოორდინაციის გაუმჯობესება და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება.

ღონისძიებაზე, ასევე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ევროპის უსაფრთხოების გარემო და ევროკავშირის გლობალური სტრატეგია, კანონმდებლების როლი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სტრატეგიული კომუნიკაცია, ნატო-ს როლი აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გამტკიცებაში.

საერთაშორისო სემინარს საპარლამენტო დელეგაცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით დაესწრო. სემინარში მონაწილეობა  კომიტეტის წევრებმა – ირაკლი ბერიამ, ბექა ოდიშარიამ, ოთარ ჩრდილელმა, ირაკლი შიოლაშვილმა და ცოტნე ზურაბიანმა მიიღეს.

 

სემინარი ამერიკული მხარის ორგანიზებით და მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

საპარლამენტო დელეგაცია სემინარი უსაფრთხოება 2017-09-15
Tags საპარლამენტო დელეგაცია სემინარი უსაფრთხოება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სენატორ კორი გარდნერს შეხვდა

შემდეგი სტატია

საბერძნეთის კუნძული ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა

მსგავსი სტატიები

ვხედავთ ხელისუფლებას, რომელიც პილატესავით ხელებს იბანს, სად გაგონილა, ადამიანს საავადმყოფოზე უარს ეუბნებოდნენ

ვხედავთ ხელისუფლებას, რომელიც პილატესავით ხელებს იბანს, სად გაგონილა, ადამიანს საავადმყოფოზე უარს ეუბნებოდნენ

ირაკლი შალიკაშვილი 05 ნოე 2021
მარგველაშვილი: სწორი იქნებოდა პრემიერად ივანიშვილის დანიშვნა

მარგველაშვილი: სწორი იქნებოდა პრემიერად ივანიშვილის დანიშვნა

13 დეკ 2018
ლეონარდო დი კაპრიო აშშ-ს 26-ე პრეზიდენტს განასახიერებს

ლეონარდო დი კაპრიო აშშ-ს 26-ე პრეზიდენტს განასახიერებს

28 სექ 2017

უახლესი ამბები

  • გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

    გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

  • ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

    ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

  • გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

    გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

  • Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

    Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

  • ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

    ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

  • სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

    სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

  • ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

    ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

  • ზელენსკი: თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფის და მისი სრული შედეგების დამალვას, ახლა რუსეთის ხელისუფლებაა ბევრად უფრო ცინიკური და საშიში

    ზელენსკი: თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფის და მისი სრული შედეგების დამალვას, ახლა რუსეთის ხელისუფლებაა ბევრად უფრო ცინიკური და საშიში

  • იონათამიშვილი: მიხეილ სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი

    იონათამიშვილი: მიხეილ სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი

  • იონათამიშვილი: დეპუტატების წერილში შოკისმომგვრელი ფაქტები და დასკვნებია, ვვარაუდობ, ასეთივე რეაქცია ექნება საზოგადოებასაც – აუცილებელია ჩვენმა გუნდმა იმსჯელოს

    იონათამიშვილი: დეპუტატების წერილში შოკისმომგვრელი ფაქტები და დასკვნებია, ვვარაუდობ, ასეთივე რეაქცია ექნება საზოგადოებასაც – აუცილებელია ჩვენმა გუნდმა იმსჯელოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge