NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სენატორ კორი გარდნერს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სენატორ კორი გარდნერს შეხვდა

15 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 566 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, აშშ-ში ვიზიტის განაგრძობს.

დელეგაციის წევრები ვაშინგტონში, სენატორ კორი გარდნერს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა აშშ-ს სენატის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეზოლუციისმხარდაჭერის საკითხი იყო. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა სენატორ კორი გარდნერს რეზოლუციის მხარდაჭერა სთხოვეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სენატმა  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეზოლუცია მიიღოს და დოკუმენტს ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდეს.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სენატორებმა მხარი დაუჭირონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებრეზოლუციას. მსგავსი რეზოლუცია, უკვე მიღებულია კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ და ახლა ძალიანმნიშვნელოვანია, რომ სენატშიც მსგავსი დოკუმენტის ორპარტიული მხარდაჭერა მოხდეს – როგორც რესპუბლიკული პარტიის, ასევე დემოკრატების. ჩვენ მივიღეთ პირობა, რომ სენატორი დაინტერესდება ამ საკითხით და ძალიან დიდიიმედი მაქვს, რომ შეურთდება იმ ხელმომწერთა სიას, რომლებიც უკვე მხარს უჭერენ ამ რეზოლუციას. ჩვენთვის,საქართველოსთვის, ამერიკის მაღალი პოლიტიკური წრეების მიერ ამ დოკუმენტის მიღება ძალიან მნიშვნელოვნი იქნება”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამეტო დელეგაციის წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებით, აშშ-ს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ მკაცრი რეზოლუციების მიღება მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

„კონგრესის ორივე პალატის მიერ მკაცრი რეზოლუციების მიღება, რომელიც ერთი მხრივ, მხარს უჭერს ჩვენსტერიტორიულ მთლიანობას და მეორე მხრივ, გმობს რუსეთის ქმედებებს, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისუსაფრთხოებისთვის და ბუნებრივია, საპარლამენტო უმცირესობა „ევროპული საქართველო” მხარს უჭერს ამინიციატივას. დიდი ხანია ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და ასეთი რეზოლუცია, რა თქმა უნდა, მხოლოდ შეიძლება წარმატებული იყოს. მისი მნიშვნელობა ბუნებრივია გამოიხატება იმაში, რომ ეს არის ძალიან მკვეთრი გზავნილირუსეთის მიმართ ერთი მხრივ და მეორე მხრივ, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც აქამდე აღიარეს ჩვენი ოკუპირებულიტერიტორიების დამოუკიდებლობა და შეიძლება ფიქრობდნენ მათ აღიარებაზე”,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავამჯდომარის პირველი მოადგილე თამარჩუგოშვილი ხელმძღვანელობს შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეოურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.

კომენტარები

თამარ ჩუგოშვილი კორი გარდნერი სენატორი 2017-09-15
Tags თამარ ჩუგოშვილი კორი გარდნერი სენატორი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – პროკურატურა გახმაურებულ საქმეებზე ინფორმაციას ასაიდუმლოებს

შემდეგი სტატია

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპულ ცენტრში გამართულ სემინარს დაესწრო

მსგავსი სტატიები

გიორგი კალანდარიშვილი:  არჩევნების მეორე ტური შედგა

გიორგი კალანდარიშვილი: არჩევნების მეორე ტური შედგა

ნინო ჩხეიძე 31 ოქტ 2021
Nissan-ი აღიარებს რომ გამონაბოლქვის მონაცემებს აყალბებდა

Nissan-ი აღიარებს რომ გამონაბოლქვის მონაცემებს აყალბებდა

10 ივლ 2018
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩინეთში ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვაქვს

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩინეთში ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვაქვს

17 იან 2018

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge