NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»რეაბილიტირებული პეკინის ქუჩა ორშაბათს გაიხსნება

რეაბილიტირებული პეკინის ქუჩა ორშაბათს გაიხსნება

15 სექ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 902 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. როგორც თბილისი მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა,  პეკინის ქუჩაზე უახლოეს დღეებში დასრულდება ტროტუარების მოპირკეთება, რის შემდეგაც  ქუჩა როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის სრულად გაიხსნება.

იფნორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მიუხედავად ჩვენი ოპონენტების სკეპტიკური განწყობისა, ჩვენ ამ ამბიციური პროექტის განხორციელება  გადავწყვიტეთ და ისევე როგორც ჩვენი ყველა სხვა დაპირება, ესეც  საკმაოდ მოკლე დროში შევასრულეთ“ – განაცხადა ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა, მთავრობის სხდომაზე, პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა და  მოსახლეობას გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, მერიის სხვადასხვა სამსახურების, კომპანია  „ჯი ვი პი“-სა და „ბლექ სი გრუპის“ კოორდინირებული მუშაობის შედეგად, პეკინის ქუჩაზე  საკმაოდ სერიოზული სამუშაოები ჩატარდა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, პეკინის ქუჩაზე, დაიგო ასფალტის ახალი საფარი, სრულად  გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალსადენის  ქსელი, გერმანელი ექსპერტების დახმარებით,   ევროპული ტექნოლოგიით სრულად განახლდა, ექსპლუატაციაში გაშვებამდე ქსელს ჰიდროტესტირება ჩაუტარდა, გამოიცვალა შუქნიშნის ყველა (6) ობიექტი და ისინი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ხმოვანი აპარატურითა და „სიმენსის“ უახლესი კონტროლერებით აღიჭურვა.

პეკინი-ვაჟა ფშაველასა და პეკინი-ყაზბეგის გამზირის კვეთებში გაკეთდა უსაფთხოების კუნძულები, ხოლო კალანდაძისა და პეკინის ქუჩების კუთხეში გზა გაფართოვდა და 1 საავტომობილო ზოლი დაემატა.

დაპროექტდა ველობილიკი, სადაც ველოსადგომებისთვის 4 ლოკაცია გამოიყო. ტრანსპორტის სამსახურის მიერ, ველობილიკი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ნიშნებითა და მონიშვნებით.

უახლოეს დღეებში იგეგმება ავტობუსების ზოლების „ბასლაინების“მოწყობა, რის შემდეგაც   ავტობუსების გაჩერებებზე ახალი მოსაცდელები დაიდგმება.

ქვეითთა გადასასვლელები ცივი პლასტის მეთოდით დაიხაზება. ორფეროვანი, ან ერთფეროვანი „ზებრები“ სპეციალური შუშის ბურთულაკებით დაიფარება, რაც ხელოვნური განათებისას ბზინავს და მაღალ ხილვადობას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება გამწვანების სამუშაოებს, პეკინის ქუჩაზე  100 ქოთანი დაიდგმება, რომლებშიც  დეკორატიული ბუჩქები დაირგვება.

შემუშავებულია პეკინის ქუჩაზე ავტომობილების პარკირების ახალი სქემაც. პეკინი-მიცკევიჩის ქუჩების კვეთაში არსებულ სამკუთხედში მიახლოებით 50 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. პეკინის ქუჩაზე სულ პარკირების 205 ადგილი იქნება.

რაც შეეხება პეკინის ქუჩის გაცალმხრივებას, როგორც დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა,  იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის არსებითი დაბრკოლებები არ იქნება, მოძრაობა ცალმხრივი დარჩება.

„პეკინის ქუჩაზე ამ ეტაპზე მოძრაობა იმ რეჟიმში ხორციელდება, რაც პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის დროს გვქონდა. ანუ ცალმხრივი მოძრაობაა ყაზბეგიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, ისევე როგორც 26 მაისის მოედნიდან კოსტავას და შემდეგ უკვე შარტავას ქუჩების გავლით არის ცალმხრივი მოძრაობა. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის არსებითი დაბრკოლებები არ იქნება, მოძრაობა ცალმხრივი დარჩება“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

დავით ნარმანია თბილისის მერია თილისის მერი მერი მერია პეკინი პეკინის ქუჩა რეაბილიტაცია 2017-09-15
Tags დავით ნარმანია თბილისის მერია თილისის მერი მერი მერია პეკინი პეკინის ქუჩა რეაბილიტაცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ დაფინანსებას წყვეტს

შემდეგი სტატია

რამდენს უხდიან ტელე-რადიო კომპანიებს პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ

მსგავსი სტატიები

დაპირისპირება ზუგდიდში – სამოქალაქო საზოგადოება ძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

დაპირისპირება ზუგდიდში – სამოქალაქო საზოგადოება ძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

ირაკლი შალიკაშვილი 16 მაი 2019
ყველაფერს  გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

ირაკლი შალიკაშვილი 20 იან 2021
სალომე ზურაბიშვილი: ქართველი ერი შოკირებულია უკრაინაში რუსული აგრესიით, მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები

სალომე ზურაბიშვილი: ქართველი ერი შოკირებულია უკრაინაში რუსული აგრესიით, მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები

ირაკლი შალიკაშვილი 24 თებ 2022

უახლესი ამბები

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

  • 5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

    5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

  • დღე ისტორიაში – 31 იანვარი

    დღე ისტორიაში – 31 იანვარი

  • ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

    ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

  • სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

    სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

  • “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

    “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge