საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა.
ფორუმზე მოხსენებები გააკეთეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა.
ფორუმზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით ფორუმის მონაწილეების წინაშე გამოვიდნენ ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი მერსი ტემბონი.
კომენტარები