ირაკლი პეტრიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას დავით ოქიტშვილმა უპასუხა. ოქიტაშვილის თქმით, ის არ აპირებს დათმოს ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის პოსტი. ოქიტაშვილი აანონსებს, რომ თავად მოიწვევს ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის ყრილობას და ამ დარგის გაერთიანებიდან გამოყოფის საკითხს დააყენებს.
„ირაკლი პეტრიაშვილი არის აგონიაში. იყო ირაკლი პეტრიაშვილის პროფკავშირის გაერთიანებაში, ეს არის სირცხვილი. აქედან გამომდიანრე, ირაკლი პეტრიაშვილისთვის ჩემი პროფკავშირიდან წასვლა არის კომფორტი და მე მას ვპირდები, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ. მე მოვიწვევ რამოდენიმე ხანში ყრილობას და დავაყენებთ ერთ საკითხს, რომ ჩვენ დავტოვოთ პროტესტის ნიშნად პეტრიაშვილის გაერთიანება. პროფკავშირის იმიჯს ლახავს პეტრიაშვილი, ის ვერ ეგუება თავის სკამს“,-განაცხადა ოქიტაშვილმა.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მეოთხე ვადით არჩეული თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირი არ დააყენებს დავით ოქიტაშვილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს
კომენტარები