აშშ-ს ნევადას შტატში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც პილოტი პოლკოვნიკი შულცი დაიღუპა. როგორც Business Insider-ი წერს, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სავარაუდოდ რუსული წარმოების Су-27 იყო. აშშ-ს საჰაერო ძალებმა დაადასტურეს შულცის გარდაცვალება, თუმცა დეტალები არ გაუსაჯაროვებიათ.
Business Insider-ის ინფორმაციით, რუსული წარმოების Су-27 და ამერიკული F-16 ბრძოლის სიმულაციაში იღებდნენ მონაწილეობას, როდესაც რუსულმა გამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა. ინციდენტი აშშ-ს გასაიდუმლოებულ ტერიტორიასთან „ზონა 51“-თან მოხდა. სავარაუდოდ ამერიკელი სამხედროები რუსული წარმოების თვითმფრინავს საბრძოლო ვითარებაში აფასებდნენ.
კომენტარები