„თბილისობა 2017“-ის ფარგლებში, წელს მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება“ – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, წლევანდელი დღესასწაულის მთავარი ლოკაციები “ახალი ტფილისი”, რიყე და ლეღვთახევი იქნება.
ინფორმაციას თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„მოგეხსენებათ, თბილისობა წელს 7-8 ოქტომბერს გაიმართება. დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში შექმნილია დედაქალაქის მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ღონისძიების სრულყოფილად და შეუფერხებლად ჩატარებას უზრუნველყოფს.
დღესასწაული წელსაც მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება და იგი მთელ ქალაქს მოიცავს“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
“თბილისობა 2017”-ის ფარგლებში, მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საბავშვო/გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები და სხვ. ყოველწლიურ საშემოდგომო დღესასწაულზე ყველა თაობის წარმომადგენელი მისთვის საინტერესო ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებს.
კომენტარები