ლონდონის მეტროს ერთ-ერთ მატარებელში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პოლიციის განცხადებით ისინი ინფორმირებულები არიან მეტროში მომხდარი „ინციდენტის“ შესახებ და სამართალდამცველები უკვე ადგილზე იმყოფებიან. ლონდონის სასწრაფო დახმარების სამსახურის განცხადებით, ადგილზე მუშაობენ სასწრაფო დახმარების თანამშრომლებიც.
ლონდონის პოლიცია განცხადებას, უახლოეს მომავალში გაავრცელებს.
ინციდენტის ადგილიდან ფოტოები სოციალურ მედიის საშუალებით ვრცელდება.
კომენტარები