კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის პეჩერსკის რაიონული განყოფილების გადაწყვეტილება შეაჩერა, რომელიც 17 სექტემბრამდე დავით სააკაშვილის იძულებითი დაბრუნებას ითვალისწინებდა. ამის შესახებ განცხადებას „ახალი ძალების“ პარტია ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, სასამართლომ დავით სააკაშვილის სარჩელზე საქმის წარმოება დაიწყო. საქმის განხილვა 19 სექტემბერს გაიმართება.
„მოვითხოვთ, სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის მთავარი სამმართველოს პეჩერსკის რაიონულმა განყოფილებამ წარმოადგინოს მასალები, რომელთა საფუძველზეც მათ 1973 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქის დავით სააკაშვილის სამშობლოში ან მესამე ქვეყანაში იძულებითი დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს“, – ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.
კომენტარები