NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კახეთის გუბერნატორი ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო

კახეთის გუბერნატორი ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო

15 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 835 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები ღვინის საწარმოებში რთველის მიმდინარეობის  პროცესს გაეცნენ.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
„ეს რთველი განსაკუთრებული იმითაა, რომ სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე ტარდება. მეღვინეობის დარგისთვის, მევენახისთვის, მეღვინისათვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მიღწევაა, რომ ჩვენი ისტორიული და ტრადიციული დარგი საბაზრო ეკონომიკის პრინციპით მუშაობს.  ეს განაპირობა იმან, რომ დარგი სწორი მიმართულებით განვითარდა, მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის პოლიტიკა სწორად გატარდა, გაზრდილია საექსპორტო პოტენციალი და მოხდა ბაზრების დივერსიფიკაცია” – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რთველის საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით, 15 სექტემბრის 10.00 საათის მდგომარეობით, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 39 მლნ ლარს მიაღწია. სულ გადამუშავებულია 34,8 ათასი ტ. ყურძენი. მთლიანი გადამუშავებული ყურძნიდან 14 ათასი ტონა რქაწითელი, 17,4 ათასი ტონა საფერავი, 1,4 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი – 13  ათასი ტონა, სიღნაღი – 6,4 ათასი ტონა, გურჯაანი – 6,2 ათასი ტონა, თელავი – 4,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 2,1 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 1,1 ათასი ტონა, ახმეტა –  958 ტონა და საგარეჯო –  510 ტონა.
ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 4,7 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ რთველი კახეთის რეგიონში აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 162 ღვინის კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 85.
   მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის (ღვინის ექსპორტის ზრდა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, გაფართოებული ღვინის საწარმოები, იაფი აგროკრედიტებისა და აგროდაზღვევის განვითარებული სისტემა) და ყურძნის შესყიდვაზე კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნილების ზრდის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

კომენტარები

გუბერნატორი კახეთ რთველი 2017-09-15
Tags გუბერნატორი კახეთ რთველი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კამერამ ალბინოსი ჟირაფი დააფიქსირა

შემდეგი სტატია

კახა კახიშვილი ტოკიოში იაპონიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

მსგავსი სტატიები

ბორჯომის ხეობას მეზობელი ქვეყნების სამაშველო ჯგუფები ტოვებენ

28 აგვ 2017

„უკრაინის მთელი უშიშროება დაკავებულია ჩემი პერსონით“

31 ოქტ 2017

მთავარ პროკურატურაში გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

21 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

  •  მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

     მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

  • ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

    ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

  • პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

    პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge