ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის დევიდ კამერონის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, საქართველოში რუსეთის შეჭრას დასავლეთმა არასათანადოდ უპასუხა, რასაც შემდეგ უკრაინაში აგრესია მოჰყვა. ამის შესახებ კამერონმა კიევში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„ვფიქრობ, ჩვენ დავუშვით შეცდომა, როდესაც საქართველოში რუსეთის შეჭრას სათანადოდ არ ვუპასუხეთ. დასავლეთმა მაშინ თვალი დახუჭა და რუსეთმა იფიქრა, რომ შეუძია უფრო შორს წავიდეს. შედეგად კი მივიღეთ აგრესორი ქვეყნის თავდასხმა უკრაინაზე“,-განაცხადა კამერონმა.
კომენტარები