NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დედაქალაქში ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათპუნქტიანი პროგრამა განხორციელდება

დედაქალაქში ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათპუნქტიანი პროგრამა განხორციელდება

15 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 672 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედაქალაქში, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათპუნქტიანი პროგრამა განხორციელდება, რომლისთვისაც ნახევარ მილიარდ ლარამდე დაიხარჯება.

ამის შესახებ იურისტმა ირაკლი ხმალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა.

„ისტორიული ნაწილი ქალაქის ეკონომიკისა და ქვეყნის მოსახლეობისთვის განსაკუთრებულ სიკეთეს ქმნის. აქედან გამომდინარე, ჩვენს გუნდს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ამბიციური გეგმა გააჩნია. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ვაპირებთ, განვახორციელოთ ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათპუნქტიანი პროგრამა, რომელიც ნახევარ მილიარდ ლარამდე ღირებულების იქნება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი სამუშაოების შედეგად, უძრავი ქონების ღირებულება და მოსახლეობის ყოველდღიური შემოსავალი იზრდება, რომელიც ათპუნქტიანი პროგრამის პირდაპირი ბენეფიციარი იქნება.აღნიშნული პროგრამის მიხედვით, სარეაბილიტაციო არეალებს შორის ორბელიანის მოედანი, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, გუდიაშვილის მოედანი, ზემო კალის უბანი, ქვემო კალის უბანი, კოტე აფხაზის ქუჩა, ნიკო ფიროსმანის ქუჩა, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩები, გუდიაშვილის ქუჩა და ისტორიული ბაღები იქნება.

ირაკლი ხმალაძემ კახა კალაძის ხედვა  წარადგინა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, ქალაქს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

„ქალაქში 1700-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ძირითადად, მოედნების, ქუჩების, შენობების, სადარბაზოებისგან შედგება, რასაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება. ჩვენს გუნდს აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა მოვუაროთ მათ. უნდა ჩავატაროთ რეინვენტარიზაცია და თანმიმდევრულად და ეტაპობრივად უნდა აღვადგინოთ. ასევე, ახლადაღდგენილი ადგილების მოვლა-პატრონობაზეც ვიზრონოთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობაზე პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ურბანული პოლიტიკის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

„ჩვენთვის ისტორიული უბნები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ქალაქის იერსახე და სიმდიდრეა. პირობას გაძლევთ, რომ  ამ მიმართულებით ჩვენს პოლიტიკას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. აღმაშენებლის გამზირის მაგალითზე, ყველამ კარგად ვნახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძველი თბილისის რეაბილიტაცია. ძველ უბნებში ახალი სიცოცხლე შემოდის და შესაბამისად, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მასშტაბური პროექტები განხორციელდება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა.

კომენტარები

ინსფრასტრუქტურა ისტორიული არეალები კახა კალაძე რეაბილიტაცია ქუჩა შენობა 2017-09-15
Tags ინსფრასტრუქტურა ისტორიული არეალები კახა კალაძე რეაბილიტაცია ქუჩა შენობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქარიშხალ ჰარვის შემდეგ ტეხასის სანაპიროზე უცნაური ცხოველი გამოირიყა

შემდეგი სტატია

Financial Times-ის ჟურნალისტი შრი-ლანკაზე გარდაცვლილი იპოვეს

მსგავსი სტატიები

გიგაურის თქმით, ელ.ფოსტაზე სავარაუდოდ მთავრობის ჰაკერული შეტევის შესახებ Google-გან შეტყობინება მიიღო

გიგაურის თქმით, ელ.ფოსტაზე სავარაუდოდ მთავრობის ჰაკერული შეტევის შესახებ Google-გან შეტყობინება მიიღო

30 ნოე 2018

საპოლიციო კონტროლის შედეგად დაკავებულია 127 პირი

24 დეკ 2017
ძალიან სერიოზული ქვეყნების უმაღლესი სტრუქტურების ვებ-გვერდებს ტეხავენ, ეს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მძიმე მიმართულებაა

ძალიან სერიოზული ქვეყნების უმაღლესი სტრუქტურების ვებ-გვერდებს ტეხავენ, ეს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მძიმე მიმართულებაა

ირაკლი შალიკაშვილი 30 ოქტ 2019

უახლესი ამბები

  • ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

    ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

  • თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

    თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

  • ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

    ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

  • ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

    ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

  • თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

    თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

  • ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

    ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

  • „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

  • „ნაციონალური მოძრაობა“  ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

    „ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

  • „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

    „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge