NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ადვოკატთა ასოციაციამ სტაჟირების პილოტური პროექტის პრეზენტაცია გამართა

ადვოკატთა ასოციაციამ სტაჟირების პილოტური პროექტის პრეზენტაცია გამართა

15 სექ 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 2449 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

15 სექტემბერს, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში, ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის პილოტური პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება გაიხსნა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრის გიორგი ხატიძის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (EWMI/PROLoG) ხელმძღვანელის გიორგი ჩხეიძის და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის ანა ზეცის მისალმებით. დღესვე გაიმართა პირველი ლექცია – ,,ადვოკატის უნარ-ჩვევები“.

ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის პილოტური პროექტი და სასწავლო მოდულები შემუშავებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (EWMI/PROLoG) დახმარებით.

სავალდებულო სტაჟირების სისტემა გულისხმობს, ადვოკატის პროფესიაში შემოსვლის მსურველის, პროფესიულ უნარ–ჩვევებში მომზადებას, სასწავლო და პრაქტიკული კურსის გავლის გზით. სავალდებულო სტაჟირების სისტემის მიზანია, პროფესიაში გაწევრიანების მსურველთა საადვოკატო საქმიანობის პრაქტიკული ცოდნის და უნარ–ჩვევების გაღრმავება. საქართველოს კანონში „ადვოკატთა შესახებ“ შესული ცვლილებების შემთხვევაში, ადვოკატობის მსურველი ნებისმიერი პირი, ვინც წარმატებით ჩააბარებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდას და გადაწყვეტს ჩაბარებიდან 7 წლის განმავლობაში ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებას, ვალდებული იქნება გაიაროს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებლი საბჭოს მიერ დამტკიცებული, თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან შემდგარი, სავალდებულო სტაჟირების 1 წლიანი პროგრამა.

USAID-ის საქართველოში საქმიანობის შესახებ: უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1.5 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია ჩადო საქართველოში. USAID-ის პროექტები მიმართულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ჩამოყალიბებას თავისუფალ და აყვავებულ დემოკრატიად და მოიცავს ინიციატივებს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და ჯანდაცვისა და განათლების გაუმჯობესებისათვის. USAID ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანას უწევს.

კომენტარები

ადვოკატთა ასოციაცია სტაჟირება 2017-09-15
Tags ადვოკატთა ასოციაცია სტაჟირება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოში ფულადი გზავნილების რიცხვმა იმატა

შემდეგი სტატია

ფირცხალავას განცხადებით, „კორტების საქმის“ მთავარი მოწმის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

მსგავსი სტატიები

ქობულია, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ფონდების შექმნის საჭიროებაზე საუბრობს

ქობულია, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ფონდების შექმნის საჭიროებაზე საუბრობს

13 ივლ 2018

ოკუპანტების მიერ გატაცებული მამუკა სამხარაძე თავისუფალია

09 დეკ 2017
“გასარკვევი ის არის, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ. ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი ძალადობრივი მოვლენები ჩვენს სახელმწიფოს და ქრისტიანობას აყენებს ჩრდილს”

“გასარკვევი ის არის, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ. ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი ძალადობრივი მოვლენები ჩვენს სახელმწიფოს და ქრისტიანობას აყენებს ჩრდილს”

ნინო ჩხეიძე 10 ივლ 2021

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge