აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი CNN-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ აშშ-ს საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. კლინტონი CNN-ს იმ მიზეზებზე ესაუბრებოდა, რომლის გამოც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა.
„ვთლი რომ ეს სისტემა უნდა აღმოიფხვრას. მსურს უფრო წინ წავიდეთ“, – განაცხადა კლინტონმა.
როგორც ცნობილია ჰილარი კლინტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპთან დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით 3 მილიონით მეტი ხმა მიიღო. აშშ-ში პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს. ყოველ შტატს განსაზღვრული რაოდენობის კოლეგიის წევრები ჰყავს და ისინი ხმას აძლევენ იმ კანდიდატს, რომელმაც შტატში მეტი ხმა დააგროვა.
ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტოროს ჯეიმს კომის როლზე 2016 წლის არჩევნებში. მისი აზრით, კომის გადაწყვეტილება, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, განეახლებინა გამოძიება მის ელექტრონულ ფოსტასთან დაკავშირებით – დამარცხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.
კომენტარები