NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ჩინეთის ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით ჩინეთი დიდად აფასებს საქართველოსთან მეგობრობას

ჩინეთის ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით ჩინეთი დიდად აფასებს საქართველოსთან მეგობრობას

14 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 410 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ვიცეპრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარეს ლი ძინ ჭაოს შეხვდა.

ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის სახელით ვიცეპრემიერს მიულოცა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად საქართველოს კანდიდატის არჩევა, რაც როგორც შეხვედრაზე აღინიშნა არა მხოლოდ საქართველოს არამედ ორგანიზაციის გამარჯვებაა.

საქართველოს ვიცეპრემიერმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ჩინეთს მხარდაჭერისთვის. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, იგი ბედნიერია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული იქნა სწორედ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში – ჩინეთში და მის ულამაზეს  ქალაქ ჩენგდუში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩინეთთან წარმატებულ თანამშრომლობას მრავალ სფეროში, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით და აღნიშნა რომ საქართველო გააგრძელებს როგორც ორმხრივად, ასევე UNWTO-ს ფარგლებში შემდგომთანამშრომლობას. მიხეილ ჯანელიძე  მიესალმა UNWTO-ს   გენერალური ასამბლეისას ჩინეთის ინიციატივით  ტურიზმის მსოფლიოალიანსის დაფუძნებას და აღნიშნა რომ საქართველო, როგორც მთავრობის, ასევე კერძო სექტორის აქტიური ჩართულობითითანამშრომლებს ალიანსთან და ჩაერთვება მის საქმიანობაში.

მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ჩინეთის ინიციატივაში  “გზა და სარტყელი” საქართველოს აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა. როგორც ჩინეთის ტურიზმისორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ჩინეთი დიდად აფასებს იმ როლს რაც საქართველოს აქვს აბრეშუმის გზის პროექტში.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების, აზიისინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების ბანკში საქართველოს ჩართულობასა და სხვა მრავალ მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტებზე,რაც ხაზს უსვამს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ორმხრივ ინტერესს – გააღრმავონ და განავითარონ თანამშრომლობა .

პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა ტურიზმის, კულტურისა და ხალხთაშორისი კავშირების განვითარება. აღინიშნა რომსაქართველო, თავისი კულტურული და ისტორიული ძეგლებით ასევე ზამთრის და საზაფხულო კურორტებით საინტერესოტურისტული დანიშნულების ადგილია ჩინეთისთვის. აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას დიდად უწყობსხელს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული პირდაპირი ფრენები. ასევე ხაზი გაესვა ჩინეთის ბიზნეს წრეების  მხრიდანსაქართველოში ინვესტიციების განხორციელების მზარდ ინტერესს და მათ წარმატებულ საქმიანობას მრავალ სექტორში.

საქართველოს ვიცეპრემიერმა ჩინეთის ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოში მოიწვია. ლი ძინ ჭაომ გამოხატადაინტერესება ეწვიოს საქართველოს და აღნიშნა, რომ ჩინეთი დიდად აფასებს საქართველოსთან მეგობრობასა და თანამშრომლობას.

ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარესთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახლადარჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო დ სრულუფლებიანი ელჩი, დავით აფციაური.

კომენტარები

-ჩინეთსაქართველო ვიცეპრემიერი საქართველო ჩინეთი 2017-09-14
Tags -ჩინეთსაქართველო ვიცეპრემიერი საქართველო ჩინეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გერმანიის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

შემდეგი სტატია

ქურთები დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად რეფერენდუმს ატარებენ

მსგავსი სტატიები

პრეზიდენტი ოპოზიციას ხვდება

05 ოქტ 2017
„მინდა ყველას მივულოცო არჩევნების დასრულება მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში“

„მინდა ყველას მივულოცო არჩევნების დასრულება მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში“

სოსო ელისაშვილი 29 ოქტ 2018
YouTube-ის ოფისზე თავდამსხმელი 39 წლის ნასიმ აღდამია

YouTube-ის ოფისზე თავდამსხმელი 39 წლის ნასიმ აღდამია

04 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

    ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

  • “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

    “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge