NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში

შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში

14 სექ 2017 ახალი ამბები 373 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში გაიმართა შეხვედრა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარედ ახალგაზრდული საქმიანობისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე ბ-ნი მიხეილ ყაველაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნი პეტრე კანკავა და „ააიპ სითი ინსტიტუტი საქართველო”-ს წარმომადგენლები ბ-ნი მამუკა სალუქვაძე და არჩილ ბარბაქაძე.

შეხვედრაზე კომიტეტის თავჯდომარის  ბ-ნ მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან გაჟღერდა, რომ ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში პრიორიტეტია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობაზე ზრუნვა. ამ მხრივ კომიტეტის პრიორიტეტია ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მოსახლეობის შესაძლებლობების შექმნით სასპორტო წვდომადობის უზრუნველყოფა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ბ-ნ პეტრე კანკავამ გააკეთა ინფორმაცია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარედ კერძოდ, სოფელ ერგნეთის სტადიონის ინფრასტრუქტურული მოწყობის შესაძლებლობებისა და სასპორტო პერსპექტივების შესახებ.

შეხვედრაზე კომიტეტის თავჯდომარეს ბ-ნ მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან გაცხადდა სპორტის კომიტეტის მიერ მომზადებული ინიციატივა. კერძოდ, წარმოდგენილი ინიციატივა სამშვიდობო პოლიტიკის მთელ რიგ ამოცანებს მოიცავს, მათ შორის ძირითად ორიენტირებს წარმოადგენს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის საგანმანათლებლო და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა.

კომიტეტის თავჯდომარის აზრით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება შესაძლებელია წინასწარ განსაზღვრული კონკრეტული პირობების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ახალგაზრდული საგანმანათლებლო და სპორტულ გამაჯანსაღებელი სივრცის დაგეგმარებას, ჩამოყალიბებას და განვითარებას. შესაბამისად, ეს უნდა განხორციელდეს სოციალურ-ეკონომიკური სივრცის კონტექსტში, სამშვიდობო პოლიტიკით განსაზღვრული ინიციატივების წახალისების ფარგლებში.

კომიტეტის თავჯდომარის განცხადებით აღნიშნული მოითხოვს  ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარედ ტერიტორიის გენერალურ გეგმაში ფუნქციონალურ და ტერიტორიულ ზონირებას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

კომენტარები

საქმეთა კომიტეტი სპორტი 2017-09-14
Tags საქმეთა კომიტეტი სპორტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

შემდეგი სტატია

ფხენიანი იაპონიის ჩაძირვით და აშშ-ის “ძაღლივით ცემით” იმუქრება

მსგავსი სტატიები

“რუსეთის მიერ აზერბაიჯანისათვის იარაღის მიყიდვის ფაქტის პოლიტიზირება საჭირო არ არის”

19 სექ 2017
ვაზიანში საარტილერიო საველე სწავლება გაიმართა

ვაზიანში საარტილერიო საველე სწავლება გაიმართა

22 სექ 2017
მელანქოლიური ზამთარი

მელანქოლიური ზამთარი

27 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

  • ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია

    ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია

  • ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია!

    ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია!

  • დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა – არჩევნების შედეგების შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება

    დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა – არჩევნების შედეგების შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო  შეხვედრები იწყება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო შეხვედრები იწყება

  • ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

    ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

  • “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

    “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

  • საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

    საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

  • ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

    ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

  • ლილი ფოფხაძე: მამა

    ლილი ფოფხაძე: მამა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge