უახლოეს პერიოდში საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები, მმართველ გუნდსა და ვენეციის კომისიას, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივ დოკუმენტს წარუდგენენ.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ .
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საკონსტიტუციო რეფორმის ჩიხიდან გამოყვანის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით წამოწყებული პროცესი ერთობლივი დოკუმენტის შემუშავებით დასრულდება, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გადარჩენის შანსია.
“კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, და მათ შორის, ხელისუფლებას, რომ შესაძლებელია კონსენსუსი. დღევანდელი სამუშაო შეხვედრა იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება და მნიშვნელოვანია, რომ ახლა საბოლოო შანსი, საბოლოო შესაძლებლობა გამოვიყენოთ ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გადასარჩენად“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის გიორგი აბაშიშვილმა.
კომენტარები