NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კახა კალაძემ მოსახლეობას კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა

კახა კალაძემ მოსახლეობას კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა

14 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 362 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე კრწანისის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ გორგაძე წარუდგინა.კახა კალაძის თქმით, მას სრულად აქვთ გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელსაც თბილისის მერობა აკისრებს.

 

 

„კარგად მაქვს მაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს იყო ქალაქის მერი, რამხელა პასუხისმგებლობა და რა გამოწვევებია, თუმცა მივიღე ეს გადაწყვეტილება და შემოვედი ამ ბრძოლაში ერთი მიზეზის გამო: დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში არ ვიქნები მარტო, ზურგს გამიმაგრებს თქვენისთანა ადამიანები – რიგითი თბილისელები და ჩვენ ერთად შევძლებთ პრობლემების მოგვარებას,“ – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისი თქმით, მას აქვს მკაფიო ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აღიკვეთოს ქაოტური განაშენიანება, გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა, შეიქმნას მეტი მწვანე სივრცე, გაუმჯობესდეს და პოპულარული გახდეს მუნიციპალური ტრანსპორტი და განხორციელდეს ახალი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.

 

 

„ვიზუალურად წარმოვადგენთ კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე, რათა თბილისელებმა შეძლონ კახა კალაძის, თბილისის მერიის და გამგეობების კონტროლი, თუ როგორ განხორციელდება ის პროექტები, რომლებზეც ჩვენ წინასაარჩევნოდ ვსაუბრობთ,“ – თბილისის მერობის კანდიდატმა. 

მისივე თქმით, გაგრძელდება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტს. ამ მიზნით ქალაქში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება, რომლებიც ყველა ასაკის მომხმარებლისთვის იქნება განკუთვნილი.

საზოგადოებას, ასევე, მიმართა კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა თემურ გორგაძემ. მან მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს და „ქართული ოცნების“ გუნდს ნდობისთვის გამოცხადებისთვის.

კომენტარები

კახა კალაძე კახი კალაძე კრწანისი მაჟორიტარი 2017-09-14
Tags კახა კალაძე კახი კალაძე კრწანისი მაჟორიტარი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოში დევიდ ლინჩი ჩამოვა

შემდეგი სტატია

ფიფა-ს რეიტინგში საქართველო ცხრა ადგილით დაწინაურდა

მსგავსი სტატიები

კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატს, თემურ გორგაძეს პატიმრობა შეეფარდა

კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატს, თემურ გორგაძეს პატიმრობა შეეფარდა

სოსო ელისაშვილი 02 მარ 2018
„ომეგა ჯგუფმა“ გადაიხადოს ვალები და მერე ვილაპარაკოთ, კიდევ რა პრეტენზიები აქვთ  მთავრობის მიმართ“

„ომეგა ჯგუფმა“ გადაიხადოს ვალები და მერე ვილაპარაკოთ, კიდევ რა პრეტენზიები აქვთ მთავრობის მიმართ“

სოსო ელისაშვილი 03 ოქტ 2018
კალაძე: ინფრასტრუქტურული პროექტების პირველი ეტაპი 15 სექტემბრისთვის დასრულდება

კალაძე: ინფრასტრუქტურული პროექტების პირველი ეტაპი 15 სექტემბრისთვის დასრულდება

31 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

    საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

  • ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

    ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

  • შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

    შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

  • “შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება”

    “შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება”

  • ამ ხალხს შეთანხმება არ უნდა, ამ ხალხს უნდა ჩხუბი

    ამ ხალხს შეთანხმება არ უნდა, ამ ხალხს უნდა ჩხუბი

  • მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

    მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

  • შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე

    შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე

  • სუს-ის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

    სუს-ის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

  • მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს

    მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს

  • ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან – ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე

    ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან – ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge