NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო“ – კამპანია საქართველოში მერვედ ტარდება

„დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო“ – კამპანია საქართველოში მერვედ ტარდება

14 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 1063 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.  მინისტრის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა შვედეთის ელჩთან საქართველოში-მარტინა ქვიქთან  და მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარესთან ნინო ჩხობაძესთან ერთად, საზოგადოებას „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“კამპანიის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

მიმდინარე წელს,  კამპანია საქართველოში მერვედ ტარდება 15,16,17 სექტემბერს და მოიცავს 100-მდე ლოკაციას.

დედაქალაქში დასუფთავების აქცია 15 სექტემბერს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება (9;00 სთ) (ვარკეთილის მხრიდან); 16 სექტემბერს ლისის ტბაზე (10;00სთ) (იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია), ხოლო  17 სექტემბერს  ქვემო ფონიჭალაში (10:00 სთ) (ემბავუდის საწარმოს მიმდებარე ტერიტორია,მტკვრის მარჯვენა სანაპირო)

კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წლიდან პერმანენტულად ტარდება სექტემბრის მესამე კვირაში და მილიონობით ადამიანი ღებულობს მონაწილეობას. საქართველო 2010 წლიდან შეუერთდა კამპანიას და მის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება დასუფთავების აქცია სახელწოდებით-„დავასუფთაოთ საქართველო“.

მსოფლიო კამპანიის  მოწოდებაა: ჩვენი ქვეყანა… ჩვენი პლანეტა… ჩვენი პასუხისმგებლობა…

კამპანია ხორციელდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და  შვედეთის მთავრობის ფინანსური  დახმარებით ორგანიზებას უწევს პროექტი ,,დავასუფთაოთ საქართველო“ (ფაზა III) განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი (,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“)

ბრიფინგს ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები და შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მოლი ლიენი ესწრებოდა.

კომენტარები

გარემოს დაცვის სამინისტრო დავასუფთაოთ 2017-09-14
Tags გარემოს დაცვის სამინისტრო დავასუფთაოთ
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შავნაბადას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

შემდეგი სტატია

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

მსგავსი სტატიები

Crazy Mummy – კრეატიული ფოტოსერია

Crazy Mummy – კრეატიული ფოტოსერია

18 ნოე 2017
დავით კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

დავით კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

17 დეკ 2018

თალაკვაძე ოპოზიციას: სხვის ბიზნესებს რომ ათვალიერებდით, იმიტომ გაგიშვათ ხალხმა სახლში

13 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge