საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მუსიკოს ელისო ვირსალაძეს 75 წლის იუბულეს სოციალურ ქსელში ულოცავს.
„ვულოცავ ქალბატონ ელისო ვირსალაძეს 75 წლის იუბილეს.
ელისო ვირსალაძეს, ნამდვილ პროფესიონალსა და პიროვნული თვისებებით გამორჩეულ მუსიკოსს, იცნობს და აფასებს მთელი მსოფლიო.
ჩვენმა დიდმა ხელოვანმა თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დაარსებით შესანიშნავ ტრადიციას დაუდო სათავე და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის საქმეში.
ვუსურვებ ქალბატონ ელისოს ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და წარმატებებს.
#ქართულიადაკარგია“,- წერს კვირიკაშვილი.
https://www.facebook.com/KvirikashviliOfficial/videos/513624102315952/
კომენტარები