ჰილარი კლინტონმა ნიუ-იორკში თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის – ,,რა მოხდას“ პრეზენტაცია გამართა. კლინტონი 300 გვერდიან წიგნში ძირითადად 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიაზე წერს. ის მიმოიხილავს იმ მიზეზებს, გარემოებებს და პიროვნებებს, რომლებმაც მას პრეზიდენტად გახდომაში ხელი შეუშალეს.
ამერიკის ყოფილი პირველი ლედი და ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი თავის წიგნში აკრიტიკებს მის კონკურენტს და ამჟამად ამერიკის პრეზიდენტს, დონალტ ტრამპს და მას ამერიკულ საზოგადოებაში რასიზმის გაღვივებაში სდებს ბრალს. კლინტონის თქმით, მას ძალიან გაუჭირდა ამ წიგნის დაწერა, რადგან რთულია იმის აღქმა და გაანალიზება, რომ მილიონობით ადამიანს არ მოსწონხარ და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვერ შეძელი მოსახლოების საკმარის ნაწილთან სწორი კომუნიკაციის დამყარება.
კომენტარები