პარტიის შემოწირულობებთან დაკავშირებით კომენტარი დევნილთა მინისტრმა გააკეთა. სოზარ სუბარის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ყველა თავისი შემოსავალი აქვს დეკლარირებული. მინისტრის თქმით, „კითხვები უნდა გვქონდეს იმ პარტიებთან, რომლებიც ყოველდღე დადიან რეგიონებში და თურმე არანაირი შემოწირულობა არ აქვთ, ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ეჭვი ჩნდება, რომ მას გარკვეული თანხები აქვს არარეგალურად“.
„ქართულ ოცნებას“ თავისი ყველა შემოსავალი აქვს დეკლარირებული. შესაბამისად კითხვები უნდა გვქონდეს იმ პარტიებთან, რომლებიც ყოველდღე დადიან რეგიონებში, დღე და ღამე ატარებენ აგიტაციას, ამ დროს თურმე არანაირი შემოწირულობა არ აქვთ, ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ეჭვი ჩნდება, რომ მას გარკვეული თანხები აქვს არარეგალურად“,-განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე 14 ფიზიკური პირი დაიბარა. როგორც აუდიტის სამსახურში News.ge-ს განუცხადეს, გამოკითხვაზე დაბარებულმა პირებმა შემოწირულობა ორ პარტიაში – „ქართულ ოცნებასა“ და „ევროპულ საქართველოში“ განახორციელეს.
კომენტარები