NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღებები იწყება

საქართველოში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღებები იწყება

13 სექ 2017 ახალი ამბები, კულტურა 791 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ახალი ფილმის გადაღებები იწყება.

“მამიკოს გოგო” („Daddy’s Girl”)-ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ფილმს, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია – “სარკე სტუდია“ მუშაობს.

ფილმს ბრიტანელი რეჟისორი ჯულიან რიჩარდსი იღებს რომელსაც ისეთ ცნობილ ფილმებზე აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა: „Pirates“, „Queen Sacrifice“, „Darklands“.

ფილმის გადაღებები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება, 1 თვეს  გაგრძელდება და 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ქართველ და უცხოელ მსახიობებთან ერთად ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ჰოლივუდის ცნობილი  მსახიობი Costas Mandylor შეასრულებს.

ფილმის სიუჟეტი 20 წლის გზააბნეული გოგოს და 40 წლის მექანიკოსი მამაკაცის გარშემო ვითარდება, ერთი შეხედვით სასიამოვნო რომანი საზარელ ისტორიად გადაიქცევა. ფილმის თემატიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო, ლოკაციები შეირჩა: კოჯრის მიმდებარე ტერიტორია, თბილისის ძველი უბნები და ქალაქის გზატკეცილები.

კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომო-კამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი უცხოელი პროდიუსერებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება.

პროექტის ამოქმედებიდან მცირე დროში უკვე 6 ფილმია გადაღებული. „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში მალე კიდევ 3 ფილმის გადაღება  იგეგმება.

კომენტარები

აწარმოე საქართველოში გადაიღე საქართველოში ფილმი 2017-09-13
Tags აწარმოე საქართველოში გადაიღე საქართველოში ფილმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში სწრაფი ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია

შემდეგი სტატია

ბინა საკუთრებაში კიდევ 429 დევნილ ოჯახს გადაეცემა

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ალენ დელონის ცხოვრებიდან

საინტერესო ფაქტები ალენ დელონის ცხოვრებიდან

ანო 19 მაი 2022

სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი არ დააკმაყოფილა

28 ოქტ 2017

ქუმსიშვილი: ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 29,4 პროცენტით გაიზარდა

11 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

    ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

  • იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

    იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

  • “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

    “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

  • მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

    მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

  • გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

    გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

  • ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

    ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

  • დღე ისტორიაში – 22 მარტი

    დღე ისტორიაში – 22 მარტი

  • პაატა მანჯგალაძე: „ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს – კალიგულას გზას გაუყვებიან

    პაატა მანჯგალაძე: „ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს – კალიგულას გზას გაუყვებიან

  • იენს სტოლტენბერგი: ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონშია ინტეგრირებული – პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე

    იენს სტოლტენბერგი: ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონშია ინტეგრირებული – პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე

  • CNN: სი ძინპინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიალოგის დაგეგმვის მიზნით დისკუსია მიმდინარეობს

    CNN: სი ძინპინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიალოგის დაგეგმვის მიზნით დისკუსია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge