საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვაშინგტონში თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. თენგიზ ფხალაძის თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ასეთი მაღალი დონის ფორმატში განხილული იქნა ოკუპირებული ტერიტორიების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემატიკა.
„კონკრეტულად ეს განცხადება არის ჩვენთვის უაღრესად მხარდამჭერი განცხადება და მნიშვნელოვანია, რომ ის სწორედ ქარტიის ფარგლებში მოხდა და ქარტიის ბოლო სესია სწორედ უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნებოდა, სადაც ასევე მონაწილეობდა საქრთველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ასეთი მაღალი დონის ფორმატში განხილული იქნა ოკუპირებული ტერიტორიების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემატიკა“,-განაცხადა ფხალაძემ.
კომენტარები