NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კახა კალაძემ სამგორის მოსახლეობას დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა

კახა კალაძემ სამგორის მოსახლეობას დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა

13 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 1066 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სამგორის მოსახლეობას დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. პარტიის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები- რევაზ სოხაძე, გიორგი დოხტურიშვილი, ქეთევან მამულაშვილი და გიორგი ტყემალაძე არიან.

კახა კალაძემ  მოსახლეობასთან შეხვედრისას  ოთხივე კანდიდატის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ეს ადამიანები  იქნებიან  იმ ტკივილის, იმ პრობლემების და იმ წუხილის გამზიარებლები, რომლებიც ამ რაიონს, ამ უბნებს აწუხებს. ჩვენ შევძლებთ ერთად მოვაგვაროთ ეს პრობლემები. ჩვენ შევძლებთ იმას, რომ თბილისი  მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“,-აღნიშნა „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ მოსახლეობას ქალაქის განვითარების გეგმა გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე გაამახვილა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით თბილისის მერია   ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად  ყველაფერს გააკეთებს, რადგან სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება  ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

„ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება ეკონომიკური პროექტების განხორციელება. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ ქვეყანაში. შეიძლება ეს პირდაპირ მერიის ფუნქცია, მოვალეობა არ იყოს, მაგრამ ამისთვის ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ვიმუშავებთ. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს აწუხებს ქვეყნის, დედაქალაქის მოსახლეობას, ეს არის სამუშაო ადგილები. ჩვენ გვინდა, რომ გვყავდეს მეტი დასაქმებული ადამიანი და რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი“,-განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ეკოლოგიურ პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მასშტაბით თხუთმეტივე დიდი პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება.

კომენტარები

კახა კალაძე კახი კალაძე სამგორი ქართული ოცნება 2017-09-13
Tags კახა კალაძე კახი კალაძე სამგორი ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვიქტორ სანიკიძემ საქართველოს ნაკრებში კარიერა დაასრულა

შემდეგი სტატია

iPhone X საქართველოში 3 ნოემბრიდან გაიყიდება

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

ნინო ჩხეიძე 15 იან 2021

პატრიარქი სასკოლო პროგრამაში გოგებაშვილის „დედა ენის“ შეტანას აუცილებლად მიიჩნევს

სოსო ელისაშვილი 23 ოქტ 2018

დავით სერგეენკოს შეუძლია დღეს ძალიან სწორი პოზიციის დაკავება, მიხეილ სააკაშვილთან შესვლა

ირაკლი შალიკაშვილი 05 მაი 2022

უახლესი ამბები

  • ამანი, იორდანია –  სამეფო ქორწილი (ვიდეო)

    ამანი, იორდანია – სამეფო ქორწილი (ვიდეო)

  • ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

    ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

  • ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

    ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

  • დღე ისტორიაში – 4 ივნისი

    დღე ისტორიაში – 4 ივნისი

  • რანინა –  სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“  (ვიდეო)

    რანინა – სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“ (ვიდეო)

  • გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

    გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

  • ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

    ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

  • ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

    ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

  • ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

    ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge