ორგანიზაცია „მწვანე პანტერას“ დამფუძნებელი, ირაკლი კაკაბაძე, სოციალურ ქსელში, გუშინ საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ყაჩაღობის წარუმატებელი მცდელობის შემდგომ მომხდარ თვითმკვლელობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პირი, რომელმაც ბანკის დაყაჩაღების წარუმატებელი მცდელობის შემდგომ თავი მოიკლა, მისი ორგანიზაციის წევრი იყო. კაკაბაძის თქმით, მისი ორგანიზაცია შემდგომშიც გააგრძელებს ბრძოლას საქართველოს მძრაცველი საბანკო სისტემის წინააღმდეგ.
„საქართველოს მძარცველ საბანკო სისტემასთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა ჩვენი ორგანიზაციის წევრი. სამძიმარს უცხადებთ მის ოჯახს და პირობას ვიძლევით ახლავე რომ ბრძოლა გაგრძელდება, მანამ, სანამ საქართველოში ხალხის უბედურების ხარჯზე გამდიდრებული ყველა ბანკი არ დაცარიელდება და მათი მიტაცებული ფული ისევ ხალხს არ დაუბრუნდება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ აქტებზე და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს საბანკო მონობისგან განთავისუფლებისთვის“- წერს კაკაბაძე.
კომენტარები