დღეს, 2017-18 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი იწყება. პირველი ტურის მატჩები გაიმართება ოთხ ჯგუფში. დღის ცენტრალური მატჩის “ბარსელონა”-“იუვენტუსი” პირდაპირი რეპორტაჟი მეორე არხზე იქნება. ერნესტო ვალვერდემ თავის გუნდსა და მის დღევანდელ მოწინააღმდეგეს “ორი ყველაზე ძლიერი კლუბი ევროპაში” უწოდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს 2015 წლის ფინალის რემატჩია, ასევე – შარშანდელი სეზონის მეოთხედფინალის. “ბარსამ” ის ფინალი კი მოიგო, მაგრამ შარშან ორმატჩიან დაპირისპირებაში “იუვემ” იყოჩაღა. ევროთასებზე კატალონიელებს 21-მატჩია შინ არ წაუგიათ, ხოლო გუნდის ლიდერ ლეო მესის 3 გოლი აკლია ლიგაზე 100 გოლის გატანამდე.
ეს სეზონი 63-ეა ტურნირის ისტორიაში და 26-ე, რაც მას ჩემპიონთა ლიგა ეწოდა. ფინალი კიევის “ოლიმპიისკიზე” გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე 17 ქვეყნის 32 გუნდი მონაწილეობს. “ყარაბაღი” და “ლაიპციგი” დებიუტანტები არიან. ამასთან, “ყარაბაღი” პირველი აზერბაიჯანული კლუბია ჩემპიონთა ლიგაზე. ჯგუფური ეტაპი დღეს იწყება და 6 დეკემბერს დასრულდება. I ტურის მთავარი დაპირისპირება “კამპ ნოუზეა”, სადაც “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” მასპინძლობს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი – სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა – რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა – მესი, ლ. სუარესი, დემბელე
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი – ბარძალი, ბენატია, რუგანი, ალექს სანდრო – მატუიდი, პიანიჩი – დუგლას კოშტა, დიბალა, ბერნარდესკი – იგუაინი
ასევე ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 14 სექტემბერს დაიწყება. ბილეთების ყიდვა FIFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე – fifa.com/bilet-ზე იქნება შესაძლებელი.
რეალიზაცია სამ ეტაპად მოხდება, აქედან ორი ეტაპი 2-პერიოდიანი იქნება:
I ეტაპი: I პერიოდი – 14 სექტემბერი-12 ოქტომბერი; II პერიოდი – 16-28 ნოემბერი.
II ეტაპი: I პერიოდი – 5 დეკემბერი-31 იანვარი; II პერიოდი – 13 მარტი-3 აპრილი.
III ეტაპი: 18 აპრილი-15 ივლისი.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა 2017 წლის 1 დეკემბერს გაიმართება. 2017 წელს რუსეთი ფიფასგან მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებლად 450 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო კონფედერაციის თასის გათამაშებისთვის 55 მილიონს. ფიფას ბიუჯეტი 2017 წელს კი 1.3 მილიარდი დოლარია.2017 წლელს რუსეთის 4 ქალაქში (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ყაზანსა და სოჭში) კონფედერაციის თასი გამართება, სადაც კონტინენტების გამარჯვებულები და მასპინძელი ქვეყანა მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ კონფედერაციის თასი ერთგვარი მომზადებაა მსოფლიო ჩემპიონატის წინ. 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით კი რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
2017 წლის ლიგის ჩემპიონი ზედიზედ მეორეჯერ გახდა ” რეალ მადრიდი ” , რომელმაც ფინალში “ატლეტიკო მადრიდი” დაამარცხა .
ასევე ჩემპიონთა ლიგა უკვე 25 წლისაა. 1992 წლიდან მოყოლებული დღემდე ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი სრულიად შეიცვალა.
როგორ იწყებოდა ლიგა
ჯერ კიდევ 1991 წელს უეფამ მის პატრნიორ სატელევიზიო ღონისძიებებისა და მედიამარკეტინგის ფირმას (TEAM) “ჩემპიონთა ლიგის” ბრენდირება სთხოვა. ასე შეიქმნა ჰიმნი house colours, “სტარბოლის” ლოგო, რომელსაც ფეხბურთის ფანებში ახლა ყველაზე მაღალცნობადობ აქვს (94%).
თუ აქამდე ჩემპიონთა თასი მხოლოდ ჩემპიონთა ტურნირი იყო და ის ნოკაუტ-სისტემით იმართებოდა, ახლა უკვე შეიძლებოდა ერთი ქვეყნიდან ერთზე მეტი გუნდის გამოსვლა და ტურნირზე გაჩნდა ჯგუფური ეტაპი (თუმცა ის წინა გათამაშებაშიც იყო). წლებმა აჩვენა, რომ ლიგად ტრანსფორმაციამ ტურნირი კიდევ უფრო გააძლიერა.
90-იან წლებშივე ფორმატი დაიხვეწა, გაფართოვდა და ჩვენ მივიღეთ ნამდვილი ჯგუფური ეტაპი – თავიდან ჯგუფები მხოლოდ 8 გუნდის დარჩენის შემდეგ ყალიბდებოდა და ფინალში თითოეულ ჯგუფში გამარჯვებული გადიოდა. ახლა უკვე შესაძლებელია, რომ ერთი ქვეყნიდან 5-მა კლუბმა მიიღოს მონაწილეობა ჯგუფურ ეტაპზე და ამის პრეცედენტიც უკვე იყო.
ახლა ტურნირის ძირითადი ნაწილი სწორედ 32-გუნდიანი ჯგუფური ეტაპით იწყება, რომელსაც წინ უძღვის 3 საკვალიფიკაციო ეტაპი და ერთი საკვალიფიკაციო პლეი-ოფი. უკვე არსებობს კავშირი ჩემპიონთა ლიგასა და რანგით მეორე ტურნირს შორის – საკვალიფიკაციო პლეი-ოფში დამარცხებული გუნდები ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გადადიან. ასევე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილებზე გასული კლუბები ევროპალიგის პლეი-ოფში ერთვებიან. თავის მხრივ, ევროპალიგის გამარჯვებულს მეორე სეზონში ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება ეძლევა (თუ ამას ტრადიციული გზით ვერ მოიპოვებს).
ჩემპიონთა ლიგის რეკორდები
- მადრიდის “რეალი” 21-ჯერ მონაწილეობდა და 6 ტიტული მოიგო. გუნდმა ყველაზე მეტი ქულა “დააგროვა” – 331.
- ყველაზე მეტი მონაწილეობა აქვს ესპანურ კლუბებს – 79 (21-21 რეალი და ბარსელონა, 10 ვალენსია, 7 ატლეტიკო, 5 დეპორტივო, 4 სევილია, 3 – ვილიარეალი, 2-2 ბილბაო და რეალ სოსიედადი, 1-1 მალაგა, სელტა, მალიორკა და ბეტისი).
- სულ 32 ქვეყნის კლუბებს მიუღიათ მონაწილეობა, მათ შორის არ არის საქართველო.
- ყველაზე მეტი მატჩი აქვს გამართული იკერ კასილიასს (რეალი, პორტუ) – 164.
- შემდეგ მოდიან: ჩავი ერნანდესი – 151; რაულ გონსალესი – 142; რაიან გიგზი – 140.
- არიენ რობენს (ბაიერნი) სამი მატჩი აკლია 100-მატჩიან ნიშნულამდე, ქარიმ ბენზემას (რეალი) – 5; ხავიერ მასკერანოს (ბარსელონა) – 6.
- ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანო რონალდოა (მანჩესტერ იუნაიტედი, რეალი) – 105; შემდეგ მოდის ლიონელ მესი (ბარსელონა) – 94; მესამეზეა რაულ გონსალესი (რეალი, შალკე) – 71.
- 50 და მეტი გოლი სულ 6 ფეხბურთელს აქვს გატანილი. ზემოთ ხსენებული სამეულის გარდა, რუუდ ვან ნისტელროის (56), ქარიმ ბენზემასა (51) და ტიერი ანრის (50).
- ზლატან იბრაჰიმოვიჩს მხოლოდ ორი გოლი რჩება 50-გოლიან ნიშნულამდე.
- ყველაზე მეტი მატჩი მწვრთნელის რანგში სერ ალექს ფერგიუსონმა (მანჩესტერ იუნაიტედი) ჩაატარა – 190; მეორე ადგილზეა არსენ ვენგერი (მონაკო, არსენალი) – 178; მესამეზე – კარლო ანჩელოტი (იუვენტუსი, ბაიერნი, ჩელსი, მილანი, რეალი, პსჟ, პარმა).
- 100-ზე მეტი მატჩი გამართული აქვთ აგრეთვე ჟოზე მოურინიოსა (127) და მირჩა ლუჩესკუს (103). ხოსეპ გვარდიოლას კარგი შანსი აქვს ამ სეზონში 100 მატჩამდე მიაღწიოს – 93.
- 21-21 მონაწილეობა დაუგროვდა “ბარსელონას”, “რეალსა” და “პორტუს”; 20-20 – “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ბაიერნს”.
- ყველაზე მეტი მატჩი ითამაშა “რეალმა” – 238; შემდეგ მოდის “ბარსელონა” – 226 და ბაიერნი – 221.
- ყველაზე მეტი გამარჯვება: “რეალი” – 142.
- ყველაზე მეტი ფრე: “მანჩესტერი” – 54.
- ყველაზე მეტი უგოლო ფრე: “მილანი” და “მანჩესტერი” – 21-21.
- ყველაზე მეტი წაგება: “პორტუ” – 56.
- ყველაზე მეტი გოლი: “რეალი” – 503.
- ყველაზე მეტი გაშვებული გოლი: “რეალი” – 255.
- ყველაზე მეტი მატჩი ქვეყნების მიხედვით: ესპანეთი – 804.
- ყველაზე მაღალი საშუალო შედეგიანობა: “რეალი” – 2,113.
- ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში: “ბარსელონა” – 45 (1999/2000).
- ყველაზე ხანგრძლივი მონაწილეობა (ზედიზედ): “რეალი” – 20 სეზონი.
- ყველაზე გრძელი მოგებათა სერია: “ბაიერნი” (2013), “რეალი” (2014-2015) – 10-10.
- ზედიზედ ყველაზე მეტი ფრე: აეკ – 7.
- ზედიზედ ყველაზე მეტი მარცხი: “ანდერლეხტი” – 12.
- ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია: “მანჩესტერი” – 25.
- ყველაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერია: “სტიაუა” – 23.
- ყველაზე მეტი წუთი გოლგაუშვებლად: “არსენალი” – 995 (2005-06).
- ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში: კრიშტიანო რონალდო – 17 (2013/14).
- მეორე შედეგიც რონალდოს აქვს – 16 გოლი 2015/16 წლების სეზონში. მესამეზეა ლეო მესის 14 გოლი 2011/12 წლების სეზონში.
- ყველაზე მეტი გოლი ერთ თამაშში: მესი (2012 წელს “ლევერკუზენის” კარში) და ლუის ადრიანო (2014 წელს ბატე-ს კარში) – 5-5.
- ყველაზე სწრაფი ჰეთ თრიკი – ბაფეტიმბი გომისი – 8 წუთი (2011).
- ყველაზე მეტი ჰეთ თრიკი – მესი და რონალდო – 7-7.
- ყველაზე სწრაფი გოლი: როი მაკაის გოლი (2007) – 10,12 წამი.
- პირველი გოლი – დანიელ ამოკაჩი (ბრიუგე) – 1992.
- მე-100 გოლი – რომარიო (ბარსელონა) – 1994.
- მე-500 გოლი – ზლატკო ზაჰოვიჩი (პორტუ) – 1996.
- მე-1000 გოლი – დმიტრი ხოხლოვი (ეინდჰოვენი) – 1998.
- მე-5 000 გოლი – ლუიზაო (ბენფიკა) – 2010.
- ყველაზე მეტი გოლი მეკარეებში: ჰანს-იორგ ბუტი – 3.
- ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი: სელესტინ ბაბაიარო (ანდერლეხტი) – 1994 – 16 წლისა და 87 დღის.
- ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე: პეტერ ოფორი (ოლიმპიაკოსი) – 1997 – 17 წლისა და 195 დღის.
- ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი: მარკო ბალოტა (ლაციო) – 2007 – 43 წლისა და 253 დღის.
- ყველაზე ხანდაზმული მეგოლე: ფრანჩესკო ტოტი (რომა) – 2014 – 38 წლისა და 59 დღის.
- ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: ლივერპული-ბეშიქთაში (2007) და რეალი-მალმიო (2015) – 8:0.
- ყველაზე მეტი წითელი ბარათი: “იუვენტუსი” – 23.
- ყველაზე მეტი მონაწილეობა ნახევარფინალში: “რეალი” – 12.
- ყველაზე მეტი მონაწილეობა ფინალში: “რეალი”, “მილანი” და “იუვენტუსი” – 6-6; “ბაიერნი” და “ბარსელონა” – 5-5.
- ყველაზე მეტი ტიტული: “რეალი” – 6; “ბარსელონა” – 4; “მილანი” – 3.
- ყველაზე მეტი მარცხი ფინალში: “იუვენტუსი” – 5.
- მონაწილეობა ფინალში ქვეყნების მიხედვით: ესპანეთი – 15; იტალია – 13; ინგლისი – 9; გერმანია – 8; საფრანგეთი – 2; ჰოლანდია – 2; პორტუგალია – 1.
- ყველაზე მეტი ტიტული ქვეყნების მიხედვით: ესპანეთი – 10.
წყარო : sportall ,worldsport
კომენტარები