NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სამსუნგ Galaxy Note 8 საქართველოშია

სამსუნგ Galaxy Note 8 საქართველოშია

12 სექ 2017 ახალი ამბები, ბიზნესი 784 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

8 სექტემბერს KING DAVID კომპლექსის ივენთჰოლში გაიმართა სამსუნგ Galaxy Note 8-ის პრეზენტაცია. საღამოს მასპინძელი იყო სამსუნგის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.   საღამო სადღესასწაულო და ამასთან არაოფიციალურ ვითარებაში წარიმართა. საღამოს ორგანიზატორებმა ძალზე საინტერესოდ და უჩვეულოდ მოახდინეს ახალი ფლაგმანის პრეზენტაცია, რამაც კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი ნოუთის ახალი მოდელის განსაკუთრებულობას და მის მართლაც განუსაზღვრელ შესაძლებლობებს.

სტუმრებს საშუალება მიეცათ თავად გასცნობოდნენ ახალ პროდუქტს სპეციალურად მოწყობილ სადემონსტრაციო ზონაში, სადაც ასისტენტები პირადად უხსნიდნენ მათთვის საინტერესო დეტალებს.

Galaxy Note 8-მ სტუმრების უდიდესი ინტერესი გამოიწვია, ისინი პირველ რიგში აღტაცებაში მოიყვანა ნოუთ 8-ის უაღრესად დახვეწილმა დიზაინმა –  უსაზღვრო ეკრანი, რომელსაც ორივე მხრიდან ამშვენებს მოხრილი გვერდები.

რაც შეეხება მის შესაძლებლობებს, შეიძლება ითქვას, რომ  Galaxy Note 8-ში ყველაფერია იმისათვის, რომ თქვენ გახდეთ უფრო პროდუქტიული, წარმატებული და შექმნათ ბევრად მეტი. პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა Galaxy Note 8-ის რამდენიმე განსაკუთრებულ მახასიათებელზე, რომლებსაც  სადემონსტრაციო ზონაში დამოუკიდებელი სივრცეები დაეთმო:

ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ორმაგი კამერა ორიენტირებულია სპეციალურად არასაკმარის განათებაზე და სწრაფ ფოკუსირებაზე, ხოლო მეორე – კადრის მოახლოვებაზე და სხვადასხვა ეფექტებით გადაღებაზე. არ აქვს მნიშვნელობა გიწევთ არასაკმარისი განათების პირობებში გადაღება, გნებავთ ლამაზად ფონის გაბუნდოვნება თუ კადრის გადაღება მოძრაობაში, Galaxy Note 8-ის კამერა მაინც შეძლებს თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მსოფლიოში პირველი ორმაგი სტაბილიზაციის მექანიზმი კი გარანტიას გაძლევთ, რომ ყველა ფოტო თუ ვიდეო იქნება მკვეთრი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია Note სერიის სმარტფონებისათვის განუყრელი აქსესუარი, S Pen, რომელსაც ტექნიკურად ვერც ერთი სხვა სენსორული კალამი ვერ შეედრება.  S Pen ზუსტად ისეთივე მოსახერხებელია, როგორც ჩვეულებრივი კალამი ან ფანქარი და არჩევს 4096 ზეწოლის დონეს.  S Pen-ის საშუალებით შესაძლებელია ნებისმირი ტექსტის თარგმნა, ეკრანიდან ნებისმიერი ფრაგმენტის ამოჭრა და დამუშავება, ჩანიშვნის გაკეთება დაბლოკილ და გამორთულ ეკრანზე, ხოლო თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ხატვით S Pen გახდება თქვენი შემოქმედების წყარო, რისი მოწმენიც გახდნენ საღამოზე მოსული სტუმრები; მათ თვალწინ მხატვარმა გიორგი ტაბლიაშვილმა შექმნა KING DAVID-დან დანახული თბილისის ხედი სწორედ S Pen-ისა და Note 8-ის უსაზღვრო შესაძლებლობების წყალობით.

საგულისხმოა Galaxy Note 8-ის უსაფრთხოების დონეც. მასში გამოიყენება დღეს დღეისობით ავტორიზაციის ყვეალზე დაცული მექანიზმი, თვალის ფერადი გარსის სკანერი და თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად გამოიყენოთ, თვალის ფერადი გარსის სკანერი, თითის ანაბეჭდის სენსორი და კოდური სიტყვა. დაცულ საქაღალდეში კი შესაძლებელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის, აპლიკაციების, სურათების ვიდეოების ან ნებისმიერი ტიპის ფაილის კოდური სიტყვით ან სხვა მექანიზმით დაცვა, და მასზე წვდომა მხოლოდ თქვენ გექნებათ.

რაც შეეხება მახასიათებლებს, Galaxy Note 8 აღჭურვილია ულტრათანამედროვე 8 ბირთვიანი პროცესორით, რომელიც 10 ნანომეტრიანი არქიტექტურით არის დამზადებული, საოცრად მაღალი წარმადობის მქონე და ენერგოეფექტური Exynos 8895 ნებისმიერი სირთულისა და რაოდენობის ამოცანის შესრულებისათვის არის მზად. Galaxy Note 8-ს აქვს 6 GB ოპერატიული მეხსიერება, 3300 mAh აკუმულატორი, 64 GB შიდა მეხსიერება microSD ბარათის მხარდაჭერით 256 GB- მდე და რაღა თქმა უნდა არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ტექნიკის ბოლო სიტყვა და სმარტფონების განვითარების მწვერვალი არის წყალ და მტვერგაუტმარი IP68 სტანდარტით.

სტუმრებისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ  Galaxy Note 8-ის წინასწარი შეკვეთები დაიწყო 8 სექტემბერს  და გაგრძელდება 28 სექტემბრის ჩათვლით. მათ, ვინც სამსუნგის  ოფიციალურ პარტნიორებთან გააკეთებს წინსაწარ შეკვეთას, საჩუქრად გადაეცემათ Samsung DeX,  უსადენო კლავიატურა და მაუსი – Samsung DeX-ის საშუალებით Galaxy Note8 მარტივად ჩაანაცვლებს პერსონალურ კომპიუტერს. ასევე, წინასწარ შეკვეთის განთავსებისას ყველა მომხმარებელი ოფიციალური გაყიდვების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მიიღებს პროდუქტს.

[R]

კომენტარები

Galaxy Note 8 სამსუნგი 2017-09-12
Tags Galaxy Note 8 სამსუნგი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკრაინის ვიცეპრემიერმა სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხზე ისაუბრა

შემდეგი სტატია

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ავიაცია ჩაერთვება

მსგავსი სტატიები

კუბაში ფოიერვერკების გამო 22 ადამიანი დაშავდა

26 დეკ 2017
სამსუნგის პოპ-აპი პირველად საქართველოში

სამსუნგის პოპ-აპი პირველად საქართველოში

22 ნოე 2017
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ნაწილი ვახტანგ მჭედლიშვილის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ნაწილი ვახტანგ მჭედლიშვილის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

08 იან 2018

უახლესი ამბები

  • ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ

    ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ

  • წილოსანი: პარლამენტის შტურმის ფაქტის “გავრილოვის ღამედ” მოხსენიება არ არის კორექტული – იმედი მაქვს, ეს თარგმნის ან სხვა სახის პრობლემასთანაა დაკავშირებული

    წილოსანი: პარლამენტის შტურმის ფაქტის “გავრილოვის ღამედ” მოხსენიება არ არის კორექტული – იმედი მაქვს, ეს თარგმნის ან სხვა სახის პრობლემასთანაა დაკავშირებული

  • იენს სტოლტენბერგი: რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება ზრდის ბირთვული ავარიის რისკს

    იენს სტოლტენბერგი: რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება ზრდის ბირთვული ავარიის რისკს

  • გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ლვოვში ჩავიდა

    გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ლვოვში ჩავიდა

  • მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

    მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

  • გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

    გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

  • იაგო ხვიჩია: ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

    იაგო ხვიჩია: ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

  • მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

    მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

  • ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

    ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge