NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ქეთი დოლიძე გიორგი კვირიკაშვილს: როგორ აღმოვჩნდი მე თეატრის მიღმა, ქუჩაში?!

ქეთი დოლიძე გიორგი კვირიკაშვილს: როგორ აღმოვჩნდი მე თეატრის მიღმა, ქუჩაში?!

11 სექ 2017 ახალი ამბები, კულტურა 1287 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე, რომელიც კულტურის მინისტრის ბრძანებით 10 სექტემბერს თეატრიდან გაათავისუფლეს, ღია წერილით საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს:

ღია წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრს

ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს

პატივცემულო ბ-ნო გიორგი,

ეს ბოლო წერილია, რომლითაც მოგმართავთ თქვენ, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემი ღირსება, ჩემი ოჯახის პატივი, ჩემი ბიოგრაფია შელახულია და სრულიად არ ვაპირებ ამ შეურაცყოფის ატანას.

მე მესმის თქვენი უხერხული მდგომარეობისა, როდესაც იძულებული ხართ დაიცვათ თქვენი მინისტრი, რათა მთელ კაბინეტს სახე შეუნარჩუნოთ!

გუშინ, კვირას, 10 სექტემბერს, თქვენმა “რჩეულმა” კულტურის მინისტრმა ჩემი თეატრიდან გამომიშვა!

დიახ, ჩემი თეატრიდან, რადგან ეს თეატრი ჩემი სახლია და მის შექმნაში ჩემი გენიალური პედაგოგისთვის ლომის წილი მიმიძღვის!

ამპარტავანი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ეს უკვე ის ზღვარია, როდესაც მე ხმა უნდა ამოვიღო და გკითხოთ : რატომ?!

რატომ შეიძლება ასე იქცეოდეს თქვენი მინისტრი, რომელიც მხოლოდ ერთხელ ვნახეთ ჩვენს თეატრში?

როგორ მოხდა, რომ თეატრის დამფუძნებელი, მე, რომელსაც ჩვენი შიდა განაწესით, თითი არ უნდა შემხებოდა, თეატრს მიღმა აღმოვჩნდი თეატრის წევრთა უმრავლესობის საწინააღმდეგოდ?

ვინ მისცა მინისტრს ასე გაუმჭვირვალედ,შეფარულად, შეთქმულებით მოეხდინა ჩემი “დასჯა”, დიახ, დიახ, დასჯა, რადგან ამ უკიდეგანო, პიროვნულ ბრძოლას ჩემთან საზღვარი აღარ ჰქონდა!!!!

არგუმენტებს, შეთითხნილ ბრალდებებს ბოლო არ უჩანს. გუშინ , თეატრის საერთო კრებაზე წარდგენილი კანდიდატი, ბატონი გიორგი სიხარულიძე, რომელიც ნაციონალების სიით, მშვენივრად მოღვაწეობდა ქუთაისის საკრებულოში, შეფარვით, ჩვენგან დამალულად აგროვებდა ხელმოწერებს და ყველას არწმუნებდა, ქეთი დოლიძე უკვე მოხსნილია, ამიტომ მე მომიწერეთ ხელიო?!?!

რატომ ვერ იპოვა თეატრში მისთვის საკმარისი მომხრეები?

რატომ დაინიშნა სრულიად გაუმჭვირვალე, ფარული კენჭისყრით და გასაიდუმლოებული ხერხით, ერთპიროვნულად მინისტრის მიერ?

რა დამსახურება აქვს ასეთი?

რა შეუქმნია თავის ცხოვრების მანძილზე ისეთი, რომ მისი პერსონით მოხდა ჩემი ჩანაცვლება?

რატომ უმალავდნენ დასის უმრავლესობას მის მოყვანას?

რატომ ხდებოდა ეს დასის შვებულებაში ყოფნის დროს?!

ეს რა, კულტურის მინისტრის ახალი, დამკვიდრებული მეთოდია, რომელიც ერთი ერთში იმეორებს იმას, რაც რურუამ ჩაიდინა?

რამდენიმე წლის წინ, ზუსტად იმავე რიცხვში, აგვისტოში!!! 30 აგვისტოს!

სადმე გაგიგიათ, სამხატვრო ხელმძღვანელის მოხსნის მიზეზი, გახმოვანებული სამინისტროს ჩინოვნიკების მიერ, იყოს ის, რომ მე ვაკრიტიკებ მინისტრს და ეს დაუშვებელია?!?!?!

როგორ ხდება ეს?

როგორ აღმოვჩნდი მე თეატრის მიღმა, ქუჩაში?!

ეს როგორ გამიბედეს, დიახ, როგორ გამიბედეს?

ამ თეატრის ყველა წარმატებული გასტროლის ავტორს, მის ასეთ თავგადაკლულ წევრს!

ვისი თხოვნა-მუდარით დაიდგა თუმანიშვილის ძეგლი – შედევრი, ვინ იზრუნა ყველა იმ გამოცემაზე, სამტომეულებზე, ომის დღიურებზე, სახელმძღვანელოებზე, მისი სახელობის გრანდიოზულ ფესტივალზე, რომელიც თქვენი მინისტრის ერთ-ერთი სამიზნეა?! (გადახედეთ მის, შაგრენის ტყავივით განლეულ ბიუჯეტს!)

როგორ ბედავს თქვენი მინისტრი, რომ რაღაც მოგონილ, შეთითხნილ ბრალდებებს აფრიალებს და ვერაფერსაც ვერ ამტკიცებს!

რატომ ვერ გაუძლო გუშინ თეატრის უმრავლესობის წნეხს და გაიქცა?!

ბ-ნო პრემიერო,

ჩემი ღირსება შელახულია!

ამაზე პასუხი მჭირდება მეც და სხვასაც!

მე, წარმატებული ხელმძღვანელი ვიყავი და ვერასდროს ავიტან დამცირებას ადამიანისგან, რომელიც ყველა ჩვეთაგანისათვის გაურკვეველი მიზეზებით იკავებს პოსტს მინისტრისა, რომელიც უპირველესად პატიოსნებას და მიუკერძოებლობას, გემოვნებასა და სინდისს უნდა გამოხატავდეს!

ველი თქვენს პასუხს და იმედია, ეს წერილი უპასუხოდ არ დარჩება!

პატივისცემით,

ქეთი დოლიძე”

წყარო:  newposts.ge

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი თეატრი მინისტრი ქეთი დოლიძე ღია წერილი 2017-09-11
Tags გიორგი კვირიკაშვილი თეატრი მინისტრი ქეთი დოლიძე ღია წერილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, რა ბედი ეწევა საქართველოს ექსპრეზიდენტს

შემდეგი სტატია

ავაკოვი: „სააკაშვილი იტყუება. ეს მისი პროფესიაა – მანიპულირება“

მსგავსი სტატიები

კალაძე 7 მილიონად აშენებული რაგბის კომპლექსის ფოტოებს ავრცელებს

კალაძე 7 მილიონად აშენებული რაგბის კომპლექსის ფოტოებს ავრცელებს

09 იან 2018
მედია: თბილისის შემოსასვლელში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

მედია: თბილისის შემოსასვლელში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

სოსო ელისაშვილი 15 აგვ 2017
ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

სოსო ელისაშვილი 12 მარ 2018

უახლესი ამბები

  • უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

  • Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

    Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

  • სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

    სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

  • სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

    სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

  • ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

    ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

  • დღე ისტორიაში – 3 ივნისი

    დღე ისტორიაში – 3 ივნისი

  • “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

    “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

  • ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

    ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

  • გიორგი კაკაურიძე:  უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

    გიორგი კაკაურიძე: უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

  • მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

    მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge