ვიცეპრემიერი და განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, რა ბედი ეწევა საქართველოს ექსპრეზიდენტს.
„დაინტერესებული არიან საგამოძიებო ორგანოები, როგორც იცით, ძალიან მძიმე დანაშაულებში არის ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი და შესაბამისად ეს პროცესები სამართლებრივ ასპექტში გრძელდება და როგორც ვიცით, მიმართა პროკურატურამ რამდენჯერმე უკრაინელ სამართალდამცველებს და ეს მიმართვები გაგრძელდა ამ ბოლო პერიოდშიც. შესაბამისად, ახლა უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, სააკაშვილმა მძიმე დანაშაული ჩაიდინა ყველას თვალწინ და შესაბამისად მათი გადასაწყვეტია, რა ბედი ეწევა საქართველოს ექსპრეზიდენტს“,-განაცხადა ჯეჯელავამ.
კომენტარები