NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სახალხო დამცველი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას იწყებს

სახალხო დამცველი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას იწყებს

11 სექ 2017 ახალი ამბები 368 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვა და შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნის ადვოკატირება კვლავ რჩება სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ–ერთ მთავარ მიმართულებად. ამ მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა წამოიწყო სპეციალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც კიდევ ერთხელ წამოწევს შრომის პოლიტიკის კუთხით არსებულ გამოწვევებს, შესაბამის საჭიროებებსა და განსახორციელებელ ცვლილებებს. კამპანიის პერიოდში ჩატარდება სემინარი ჟურნალისტებისთვის, მომზადდება სხვადასხვა ტიპის ბეჭდური საინფორმაციო მასალა, გაიმართება შეხვედრები დასაქმებულებთან და განხორციელდება სხვა აქტივობები. სახალხო დამცველი ასევე ჩართულია საკანონმდებლო ცვლილებების სამუშაო ჯგუფში.

ამჟამად ქვეყანაში არ არსებობს შრომის უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ეფექტური ორგანო. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტს მხოლოდ დასაქმებულთა თანხმობის შემთხვევაში აქვს მონიტორინგის უფლება და არც მის მიერ გაცემული რეკომენდაცია არის შესასრულებლად სავალდებულო. შეზღუდული უფლებამოსილება აქვს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.

შედეგად, სამუშაო ადგილებზე მომხდარ ფატალურ შემთხვევებზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების უნივერსალური საშუალება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და შესაბამისი გამოძიებაა. სახალხო დამცველის მიერ გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხშირ შემთხვევაში გამოძიება ჭიანურდება და რეალური შედეგებისკენ არ არის მიმართული, რაც წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებზე საგამოძიებო უწყების არაეფექტურ რეაგირებას მიუთითებს. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის შესაბამისად:

2015 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 100 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 15 საქმე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 26 შემთხვევაში, გამოძიება შეწყდა 44 შემთხვევაში, ხოლო 41 საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.

2016 წელს 131 სისხლის სამართლის საქმიდან სასამართლოში წარიმართა 11 საქმე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულ იქნა 17 შემთხვევაში, გამოძიება შეწყდა 44 შემთხვევაში, ხოლო 76 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს

2017 წელს დაწყებული გამოძიების 46 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 4 საქმე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 7 შემთხვევაში, გამოძიება შეწყდა 11 შემთხვევაში, ხოლო 31 საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კვლავ უპირობო აუცილებლობად რჩება, დროულად შეიქმნას  შრომის პირობების ინსპექტირების განმახორციელებელი ეფექტიანი მექანიზმი, რომელსაც ექნება დამსაქმებელთა დაუბრკოლებლად შემოწმების, შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებების მიღებისა და შესაბამისი სანქციების გამოყენების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებითაც აქვს ნაკისრი.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე პერიოდში შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტის განხილვას, რომელიც ერთი მოსმენით უკვე მიღებულია. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა პარლამენტს წინადადებით მიმართა და წარუდგინა საკუთარი შენიშვნები. ამასთან, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ჩართულია პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში.

კანონპროექტში განსაკუთრებით პრობლემურად მიგვაჩნია კანონის მოქმედების სფერო და მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელთა დამსაქმებლებთან დაშვების საკითხი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კანონის მოქმედება გავრცელდეს არა მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, არამედ ყველა დასაქმებული იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. ასევე, მაკონტროლებელ ორგანოს უნდა ჰქონდეს ნებისმიერი ობიექტის დაუბრკოლებელი შემოწმების შესაძლებლობა ყოველგვარი წინასწარი თანხმობისა და მოსამართლის ბრძანების გარეშე. აღნიშნული შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, კანონი ვერ უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების სრულფასოვნად დაცვას ქვეყანაში.

გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები დადებითად აისახება ქვეყანაში შრომითი უფლებების, მათ შორის, შრომის უსაფრთხოებისა და მომუშავე პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის  მდგომარეობაზე.

კომენტარები

სახალხო დამცველი 2017-09-11
Tags სახალხო დამცველი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მაიამის ქარიშხალი „ირმა“ დაატყდა თავს

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა

მსგავსი სტატიები

საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 2 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 2 ფაქტი გამოვლინდა

10 აპრ 2018
საქართველოს პრეზიდენტი და ქართული დელეგაცია ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში ანკარადან გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი და ქართული დელეგაცია ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში ანკარადან გაემგზავრა

10 ივლ 2018

Mსაერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) დააკვირდება 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში

სოსო ელისაშვილი 24 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

  • პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

    პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

  • სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

    სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

  • მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

    მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

  • სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

    სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge