NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრემიერმინისტრი IMF-ის დელეგაციას შეხვდა

პრემიერმინისტრი IMF-ის დელეგაციას შეხვდა

11 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 602 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის ჯიჰად აზურის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები, საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა იყო.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას, რაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და ქვეყნის სოციალურ განვითარებას ისახავს მიზნად.

ყურადღება დაეთმო ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებს, ასევე – საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებს.

პრემიერმინისტრმა დეტალურად ისაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც ეკონომიკური რეფორმების ბლოკს, განათლების სისტემის რეფორმას, ქვეყნის სივრცით მოწყობას და მმართველობის რეფორმას მოიცავს. გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა ორიენტირებულია საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერაზე.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმაზე. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ საპენსიო რეფორმა, გეგმის მიხედვით, 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება, ამჟამად კი მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ხორციელდება საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური უზრუნველყოფა.

შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის  (IMF) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო, საქართველოს პირველი ვიცე- პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია,  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები – არჩილ მესტვირიშვილი და მურთაზ კიკორია დაესწრნენ.

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი 2017-09-11
Tags გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნანუაშვილის განცხადებით, „კორტების საქმის“ მოწმემ წუხილი გამოთქვა გამოძიებისთვის არასწორი ჩვენების მიცემის გამო

შემდეგი სტატია

განათლების სამინისტრომ ის სკოლები დაასახელა, სადაც სასწავლო წლიდან ვაშლი დარიგდება

მსგავსი სტატიები

„უახლოეს დღეებში მოხდება კანონპროექტის  „გირგვლიანის შესწორებების” ინიცირება, რომლითაც დადგინდება  ახალი დანაშაულის კატეგორია და ეს დაფუძნებული იქნება იმ მძიმე წარსულზე, რომელიც  ყველას ძალიან კარგად გვახსოვს“

„უახლოეს დღეებში მოხდება კანონპროექტის „გირგვლიანის შესწორებების” ინიცირება, რომლითაც დადგინდება ახალი დანაშაულის კატეგორია და ეს დაფუძნებული იქნება იმ მძიმე წარსულზე, რომელიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს“

სოსო ელისაშვილი 20 მარ 2018
ზელენსკი: სევეროდონეცკში წყდება ჩვენი დონბასის ბედი

ზელენსკი: სევეროდონეცკში წყდება ჩვენი დონბასის ბედი

ირაკლი შალიკაშვილი 09 ივნ 2022
სააგენტო: მცხეთაში ქვევრის ფორმის ღვინის მუზეუმი არ აშენდება

სააგენტო: მცხეთაში ქვევრის ფორმის ღვინის მუზეუმი არ აშენდება

29 მაი 2018

უახლესი ამბები

  • მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

    მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

  • ირაკლი ჟვანია: …ანუ გადამხდელის ფული მიდის კერძო ინფრასტრუქტურაში იმიტომ რომ სახელმწიფომ არაფერი არ დაიტოვა

    ირაკლი ჟვანია: …ანუ გადამხდელის ფული მიდის კერძო ინფრასტრუქტურაში იმიტომ რომ სახელმწიფომ არაფერი არ დაიტოვა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

  • მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

    მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

  • თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

    თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

  • პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

    პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge