NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებსა და მმართველ გუნდს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი ჩიხიდან გამოსავალს სთავაზობს

პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებსა და მმართველ გუნდს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი ჩიხიდან გამოსავალს სთავაზობს

11 სექ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 801 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ დოკუმენტზე მუშაობა შესთავაზა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართული სახელმწიფოს იმიჯი შეილახა იმ შთაბეჭდილების შექმნით, რომ საზოგადოებას არ შეუძლია შეთანხმება უმნიშვნელოვანეს საკითხზე, ამიტომ პრეზიდენტი გამოსავლის სახით პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ პროექტზე ერთობლივი, კონსენსუსური ვარიანტის შექმნას და შემდგომ მმართველი გუნდისთვის წარდგენას სთავაზობს.

„მე გიწვევთ, რომ ვიმუშაოთ კონსტიტუციის არსებულ კანონპროექტზე, რაც აპრიორი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ კონსენსუსისკენ მივდივართ იმიტომ, რომ როგორც დაიწერა კონსტიტუცია, რა ფორმითაც დაიწერა, შესაძლებელია ეს არ არის ის, როგორც მე ან თითოეული თქვენთაგანი დაწერდა კონსტიტუციას. სრულიად შესაძლებელია კონსტიტუცია დაწერილიყო სრულიად სხვა პროცესის შედეგად, სრულიად სხვა ლოგიკით, სრულიად სხვა აქცენტებით, მაგრამ უკვე რაღაც დოკუმენტი დაიდო, ამას ვცემთ რა პატივს, რომ ეს პოლიტიკური ფაქტია აი ეს დოკუმენტი ავიღოთ, როგორც ამოსავალი, არ დავიწყოთ დამოუკიდებლად იმპროვიზაცია, არამედ ეს დოკუმენტი ავიღოთ, მოვნიშნოთ ის ძირითადი პუნქტები, რომლებიც ძირითადი წინააღმდეგობის თემა იყო დავწეროთ ჩვენი ვერსია, ის რომელზეც შეთანხმდებით თქვენ, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ხართ და ეს შევთავაზოთ მმართველ პოლიტიკურ ძალას როგორც გამოსავალი; როგორც გამოსავალი და კონსენსუსის ფაქტი.

აგრეთვე, დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ შესაძლებელია საქართველოში, რომ განსხვავებული, დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთად აკეთებდნენ აი ასეთ საქმეს და ერთად თანხმდებოდნენ ძირითადზე – რასაც ჰქვია სახელმწიფოს პრინციპები და არქიტექტურა. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, ჩემი აზრით, გამოვიყვანთ ქვეყანას იმ რთული ვითარებიდან, რომელშიც დღეს სამწუხაროდ არის და რომელსაც ასე ხატოვნად გამოხატავს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, როდესაც ამბობს, რომ ის იმედგაცრუებულია. ეს არ არის მარტო იმედგაცრუება მმართველი პოლიტიკური ძალით, არამედ ეს საბოლოოდ გადაითარგმნება, როგორც იმედგაცრუება საქართველოთი, სადაც ვერ ხერხდება რაღაც ძირითადზე შეთანხმება. მე მოგიწოდებთ ეს გავაკეთოთ; მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება აგრეთვე გარკვეული შესაძლებლობა, კიდევ ერთი შანსი მმართველი პოლიტიკური ძალისთვის, რომ დაფიქრდეს იმაზე, რომ ასეთ კონსესუსის უნდა გაუწიოს ანგარიში, იმიტომ რომ მე რასაც ვუყურებდი ბოლო დროს ძალიან უცნაური იყო მთელი ის პოლემიკა, რომელიც ხდებოდა. „ზეპირად გვითხარით“, „შეხვედრაზე გვითხარით“, „წერილობით გამოგვიგზავნეთ“, მერე რაღაცა „სიმღერა დაწერეთ და კომიქსებად გამოგვიგზავნეთ“, მერე რაღაცა „არ მოგვწონს“, „ულტიმატუმია“ – ეს აბსოლუტურად გაუგებარი პროცესი იყო.

შევქმნათ ესეთი ერთობლივი, წერილობითი კონსენსუსის დოკუმენტი, მივართვათ მმართველ პოლიტიკურ ძალას, მცირე იმედი მაქვს, ეს გააჩენს გარკვეულ გააზრებას იმისას, რომ არ შეიძლება ერთპარტიული კონსტიტუცია იწერებოდეს იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს დემოკრატიულობაზე და ევროპულ პროცესში პროგრესულობაზე და ლიდერობაზე პრეტენზია. თუ ასეთი დოკუმენტი არ იქნება მიღებული, შემდეგ შეიძლება უკვე ეს ტექსტი, კონკრეტული, რომელიც ჩვენს მიერ იქნება შექმნილი, სხვა მიზნებისთვისაც იქნას გამოყენებული. ამისთვის გთხოვეთ მობრძანება. ამისთვის მინდა გთხოვოთ, რომ მონაწილეობა მიიღოთ იმ პროცესში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის იმიჯის, პლიუს კიდე კონსტიტუციის ჩიხიდან გამოსვლის პროცესი ჰქვია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის ამ ინიციატივას პარტიების ლიდერები მიესალმნენ და მზადყოფნა გამოთქვეს, ერთიან დოკუმენტზე იმუშაონ. პრეზიდენტის შეხვედრას პოლიტიკური პარტიების წევრებთან ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საპარლამენტო მდივანი, პოლიტიკურ საკითხებში მრჩეველი და მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში.

კომენტარები

კონსტიტუცია მარგველაშვილ ოპოზიციური პარტიები 2017-09-11
Tags კონსტიტუცია მარგველაშვილ ოპოზიციური პარტიები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უეფა „პსჟს“ ევროთასებიდან გარიცხვით ემუქრება

შემდეგი სტატია

სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კრემლი „პოლიტიკურ კლოუნადად“ აფასებს

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: ბრიტანეთის, ევროკავშირის და ამერიკის სპეცსამსახურებთან ერთად უნდა განხორციელდეს ყველა ტვირთის მონიტორინგი, რომელიც ლარსის გავლით შეედინება რუსეთში

გიორგი ვაშაძე: ბრიტანეთის, ევროკავშირის და ამერიკის სპეცსამსახურებთან ერთად უნდა განხორციელდეს ყველა ტვირთის მონიტორინგი, რომელიც ლარსის გავლით შეედინება რუსეთში

ნინო ჩხეიძე 05 აპრ 2022

„ოცნების ე.წ კოორდინატორები ფაროსანებივით არიან შესეული საარჩევნო კომისიებს“

21 ოქტ 2017

„სააკაშვილს ჰქონდა აგენტურული ზედმეტი სახელი „რავალიაკი““

სოსო ელისაშვილი 18 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

    მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

  • საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

    საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

  • მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

    მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

  • წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

    წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

  • ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

    ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

  • ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

    ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

  • ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

    ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

  • 8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

    8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge