კომპანია Black Sea Group-ის ინფორმაციით, პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ყველა მიერთებებზე დასრულებულია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. ამის შესახებ კომპანიის „ფეისბუქ“ გვერდზე წერია.
„პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ყველა მიერთებებზე დასრულებულია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ველო-ბილიკების ქვიშა ხრეშით და ფრაქციული ღორღით 0.40–ით მოსწორება, ტროტუარების მოსამზადებელი სამუშაოები ასფალტ-ბეტონის საფარის დასაგებად და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ასასვლელ–ჩამოსასვლელის (პანდუსის) მოწყობა“, – წერია კომპანიის განცხადებაში.
კომენტარები