საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. ელჩის თქმით, უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
„ჩვენ გვაქვს ძლიერი პარტნიორობა საქართველოსთან და უკრანასთან, მე ვარ საქართველოში ელჩი, ის ინციდენტი, რაც უკრაინაში მოხდა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს არის სამართლებრივი საკითხები და საჭიროა ეს პროცესები გამჭვირვალე იყოს, უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“,-განაცხადა იან კელიმ.
კომენტარები