უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენი ავაკოვი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი იტყუება, როდესაც მიგრაციის სამსახურში მისვლაზე, ან პასპორტის ჩამორთმევაზე საუბრობს. ამის შესახებ მინისტრმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სააკაშვილის იტყუება. მან ბევრჯერ მოიტყუა. ეს მისი პროფესიაა – მანიპულირება. ჩვენ არ გვაქვს არც სააკაშვილის პასპორტი, რომელი მან ვიღაცას მისცა თუ გადასცდა და არც მისი სხვა ოფიციალური ნაბიჯების შესახებ ვფლობთ ინფორმაციას“, – განაცხადა ავაკოვმა.
მინისტრი ასევე აცხადებს, რომ მისი უწყება არაა დაკავებული საქართველოს ექსპრეზიდენტის ექსტრადიციის საკითხით.
პოროშენკო: „სულერთია ვინ კვეთს საზღვარს უკანონოდ – „ბოევიკები“ თუ პოლიტიკანები“
საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გააკეთა. მან სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა კონკრეტული სამართლებრივი შეფასება მისცენ სასაზღვრო პუნქტ „შეგინზე“ განვითარებულ მოვლენებს. Цензор.НЕТ-ის ინფორმაციით, პოროშენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხი უკრაინულ ან ევროპულ სასამართლოებში უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ მან სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა კანონიერად ჩამოართვა.
კომენტარები