NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბაგრამის საავიაციო ბაზასთან აფეთქებისას ქართველი ჯარისკაცი დაშავდა

ბაგრამის საავიაციო ბაზასთან აფეთქებისას ქართველი ჯარისკაცი დაშავდა

11 სექ 2017 ახალი ამბები 446 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზის მახლობლად მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ქართველი სამხედრო – კაპრალი ზაურ ზურაბის ძე კომახიძე. როგორც სამინისტროს განცხადებაში წერია, მას მსუბუქი ბაროტრავმა აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან 5 კილომეტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზაურ ზურაბის ძე კომახიძე დაშავდა. დაშავებულ მშვიდობისმყოფელს მსუბუქი ბაროტრავმა აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისათვის ქართველი სამხედრო მოსამსახურე ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი, სადაც მას საჭირო კვლევები უტარდება. კაპრალს სამედიცინო დაწესებულებიდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ“, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზასთან აფეთქება მოხდა

ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზის მახლობლად თვითმკვლელმა ტერორისტმა ნატო-ს მისიის კოლონაზე მიიტანა იერიში. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა ქართველი სამხედროც.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.

კომენტარები

ავღანეთი ბაგრამის საავიაციო ბაზა თავდაცვის სამინისტრო ქართველი ჯარისკაცი 2017-09-11
Tags ავღანეთი ბაგრამის საავიაციო ბაზა თავდაცვის სამინისტრო ქართველი ჯარისკაცი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ავაკოვი: „სააკაშვილი იტყუება. ეს მისი პროფესიაა – მანიპულირება“

შემდეგი სტატია

მერიის განცხადებით, თბილისის მასშტაბით ტყის სანიტარული ჭრები ხორციელდება

მსგავსი სტატიები

პროკურატურა: სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

17 აგვ 2017

„პრესკონფერენციას მოაწყობთ ციხეში“ – „სვეტის“ დირექტორის პრესკონფერენცია მენაშენეებმა ჩაშალეს

18 სექ 2018
პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში

პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში

10 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

    ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

  • გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

    გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

  • “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

    “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

  • ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

    ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

  • ლილი ფოფხაძე – ჩემები

    ლილი ფოფხაძე – ჩემები

  • “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

    “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

  • დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

    დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

  • კალაძე:  ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

    კალაძე: ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

  • მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

    მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

  • “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

    “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge