აშშ-ის პრეზიდენტმა ქარიშხალ “ირმას” გამო პუერტო-რიკოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, ტრამპმა ფედერალურ ფონდებს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ფინანსური დახმარების გაცემა სთხოვა, რომლითაც შესაძლებელი იქნება პუერტო-რიკოში ქარიშხლისგან დაზარალებულების დროებითი თავშესაფრებით უზრუნველყოფა.
ქარიშხალ “ირმას” ამ დროისთვის მეოთხე კატეგორია აქვს მინიჭებული. ქარის სიჩქარე საათში 209 კილომეტრს აღწევს. ქარიშხალი უკვე დაატყდა თავს ქალაქ კი-უესტს, სადაც სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დონალდ ტრამპმა ქარიშხლის მოახლოებასთან დაკავშირებით მოსახლეობა დალოცა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის სანაპიროებთან ქარიშხალ „ირმას“ მოახლოებამდე ამერიკელები Twitter-ზე დალოცა. „აშშ-ს სანაპირო დაცვა, საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო და ყველა მამაცი თანამშრომელი მზად არიან. „ირმა“ გვიახლოვდება. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!“- დაწერა ტრამპმა.
The U.S. Coast Guard, FEMA and all Federal and State brave people are ready. Here comes Irma. God bless everyone!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) September 10, 2017
მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ქარიშხალ „ირმასთან“ საბრძოლველად ფედერალური მთავრობის წევრებთან თათბირი გამართა.
აშშ-ის სტიქიასთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფლორიდის სანაპიროსთან მიახლოებისას „ირმა“ გაძლიერდა და მესამედან ისევ მეოთხე კატეგორიაში გადავიდა. Reuters-ის ცნობით, ამ დროისთვის ქარიშხალი ფლორიდის ქალაქ კი-იესტიდან სამხერთ-აღმოსავლეთით 115 კილომეტრშია. ქარის მაქსიმალური სიჩქარე საათში 210 კილომეტრია.
აშშ-ში სტიქიის ზონად გამოცხადებულია ფლორიდა, ჯორჯია, ალაბამა, ტენესი და მისისიპი. ქარიშხალი ამ შტატებს უახლოეს სამ დღეში დააწყდება თავს.
ქარიშხალ “ირმას” მსხვერპლის რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ქარიშხალ “ირმას” მსხვერპლის რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Sky News-ი პუერტო-რიკოს მთავრობაზე საყრდნობით ავრცელებს.
Sky Sources: UK will send a military task group to the Caribbean and HMS Ocean will be sent to the region to help with aftermath of Irma
— Sky News Breaking (@SkyNewsBreak) September 7, 2017
აქამდე ვრცელდებოდა ინფრომაცია 10 ადამიანის დაღუპვის და 23 დაშავებულის შესახებ. გამოცემის ცნობით, სულ მცირე, ერთი ადამიანი დიდი ბრიტანეთის კუნძულ ანგილიზე დაიღუპა.
კუნძულ ბარბუდაზე ქარიშხალის მსხვერპლი 2 წლის ბავშვი გახდა. ის მაშინ დაიღუპა ,როდესაც ბავშვის ოჯახი სახლის დატოვებას ცდილობდა.
ქარიშხალ “ირმას” გამო 20 ათასამდე ბავშვი დაზარალდა
ქარიშხალ “ირმას” გამო 20 ათასამდე ბავშვი დაზარალდა. ამის შესახებ ინფორმაციას UNICEF-ი ავრცელებს.ორგანიზაციის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, სტიქია კარიბის ზღვის კუნძულებზე მცხოვრებ 74 ათასამდე ადამიანს შეეხო, რომელთა შორის ბავშვებიც არიან.
გაეროს ბავშვთა ფონდი კი აცხადებს, რომ დომინიკის რესპუბლიკაში, ჰაიტისა და კუბაზე 5 წლამდე ასაკის 3 მილიონამდე ბავშვი რისკის ზონაში იმყოფება. ჯამში კი ქარიშხალმა “ირმამ” ზიანი შეიძლება 10.5 მილიონ მცირეწლოვანსა და მოზარდს მიაყენოს.
ქარიშხალი „ირმა“ ბოლო ათწლეულების ყველაზე საშიში სტიქიაა, რომელიც ატლანტიკის კუნძულებს დაატყდა თავს. ის „ჰარვიზე“ ძლიერია. მისი დონე მეხუთე, მაქსიმალურ კატეგორიას განეკუთვნება. ამ დროის მონაცემებით, “ირმას” მსხვერპლთა რიცხვი ათამდე გაიზარდა.
ანტიგუა და ბარბუდის კუნძულოვანი სახელმწიფოს პრემიერის გასტონ ბრაუნის განცხადებით, ქარიშხალ “ირმას” გამო ბარბუდის კუნძულის თითქმის ყველა შენობა და ინფრასტრუქტურა დანგრეულია და ამ დროისთვის საცხოვრებლად გამოუსადეგარია.
ქარიშხალმა „ჰარვიმ“ დამანგრეველი დარტყმა მიაყენა ტეხასის შტატსა და ლუიზიანას. დაიღუპა 70-მდე ადამიანი, ქარიშხალმა და წყალდიდობამ 100 000 სახლი დააზიანა.
ქარიშხლის გამო ფლორიდის შტატის სანაპიროებიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ქარიშხალ “ირმას” მოახლოების გამო ფლორიდის შტატში მდებარე მონროს ოლქში ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ Hill-ი წერს.სტიქიამ უკვე საფრთხის მეხუთე კატეგორიას მიაღწია. ამ დროისთვის ქარიშხალი ქალაქ კი-უესტიდან დაახლოებით 2000 კილომეტრის მოშორებით მოძრაობს. მისი სიჩქარე საათში დააახლოებით 22,5 კილომეტრს აღწევს.
უფრო ადრე ქარიშხალ “ირმას” გამო პუერტო-რიკოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
26 აგვისტოს, ტეხასს ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი სტიქია დაატყდა თავს. ქარიშხალმა „ჰარვიმ“ დამანგრეველი დარტყმა მიაყენა ტეხასის შტატსა და ლუიზიანას. დაიღუპა 60-მდე ადამიანი, ქარიშხალმა და წყალდიდობამ 100 000 სახლი დააზიანა.
ქარიშხალ „ირმას“ მოახლოების გამო, პუერტო-რიკოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
პუერტო-რიკოში, ქარიშხალ „ირმას“ მოახლოების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქარიშხლის მონიტორინგის ნაციონალური ცენტრის ინფორმაციით, „ირმა“ პუერტო-რიკოს ოთხშაბათს დაატყდება თავს. ინფორმაციას ავრცელებს ABCNews-ი.
პუერტო-რიკოში, ქარიშხალ „ირმას“ მოახლოების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქარიშხლების მონიტორინგის ნაციონალური ცენტრის ინფორმაციით, „ირმა“ პუერტო-რიკოს ოთხშაბათს დაატყდება თავს.
პუერტო-რიკოს გუბერნატორის, რიკარდო როსელოსგანცხადებით, საგანგებო ფონდისთვის უკვე გამოიყო 15 მილიონი დოლარი.
კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულების მთავრობა მოსახლეობას მზადყოფნისკენ მოუწოდებს. ქარიშხალ „ირმას“ სიმძლავრე მესამე კატეგორიას აღწევს. წვიმა და ძლიერი ქარი ანტიგუასა და ბარბუდაზე, დომინიკის რესპუბლიკაში, სენტ კიტსსა და ნევისზე, მონსერატზე, ანგილაზე, ბრიტანული ვირჯინიისა და სხვა კუნძულებზეა მოსალოდნელი.
ინოპტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ „ირმამ“ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს მიაღწიოს და ფლორიდას დაატყდეს თავს. თუმცა, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ჯერ ნაადრევია.
კომენტარები