NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»რაფაელ ნადალი აშშ-ის ღია პირველობის ფინალშია

რაფაელ ნადალი აშშ-ის ღია პირველობის ფინალშია

09 სექ 2017 ახალი ამბები, სპორტი 690 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირზე ორივე ფინალისტი ცნობილია. ხვალ, გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ესპანელი რაფაელ ნადალი და სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი.

მსოფილოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო ოთხ სეტში დაამარცხა  4-6 6-0 6-3 6-2 და წელს მესამე დიდი სლემის ტურნირის ფინალში გავიდა რაც აქამდე 2011 წელს ჰქონდა  გაკეთებული. ასევე აღსანიშნავია ისიც ,რომ ესპანელმა ბოლოს ჰარდის საფარზე  2014 წლის დოჰას ტურნირი მოიგო ,  8 ფინალი კი წააგო , აქედან ავსტრალიის ღია პირველობის ორი ფინალი და მაიამის მასტერსი.

ნადალს პირველ სეტში პრობლემები შეექმნა. ესპანელმა ვერც ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიმუშავა, დელ პოტრომ კი ორი ასეთი შანსი მიიღო და ერთი გამოიყენა, რამაც სეტში მოგება მოუტანა – 6:4.

პირველი სეტის შემდეგ კორტზე ნადალი დომინირებდა – მომდევნო სამ სეტში მან 13 ბრეიკ-პოინტი მიიღო და აქედან ექვსჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, დელ პოტრო კი ერთხელაც ვერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე.მატჩი , 2 საათი და 34 წუთი გაგრძელდა  და საბოლოოდ, ესპანელმა ოთხ სეტში მოიგო – 4:6, 6:0, 6:3, 6:2.

ნადალი 23-ედ ითამაშებს “დიდი სლემის” ტურნირების ფინალში, მისი მეტოქე ანდერსონი კი ამას პირველად გააკეთებს. სამხრეთაფრიკელმა ასევე ოთხ სეტში 4:6, 7:5, 6:3, 6:4 დაამარცხა კიდევ ერთი ესპანელი პაბლო კარენიო ბუსტა.  რა თქმა უნდა , ფავორიტი რაფაელ ნადალია ,რომელსაც შეუძლია  კვირას თავისი მე-16  დიდი სლემის ტურნირი მოიგოს.

https://www.youtube.com/watch?v=1oW3AJXkbfc

კომენტარები

ამერიკის ღია პირველობა ანდერსონი კევინ ანდერსონი ნადალი რაფაელ ნადალი ჩოგბურთი 2017-09-09
Tags ამერიკის ღია პირველობა ანდერსონი კევინ ანდერსონი ნადალი რაფაელ ნადალი ჩოგბურთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნავთობპროდუქტების იმპორტი აგვისტოში შემცირდა

შემდეგი სტატია

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

მსგავსი სტატიები

რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 2018 წელს დაქორწინდებიან

რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 2018 წელს დაქორწინდებიან

18 ნოე 2017

7 წლის შემდეგ თბილისში პირველი საპარლამენტო სესია გაიმართება – კობახიძე დეპუტატებს, პრემიერსა და მინისტრებს ანგარიშს წარუდგენს

05 თებ 2019

მერკელმა ერთიანი ევროპული არმიის შექმნას მხარი დაუჭირა

14 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

  • მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

    მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge