ელონ მასკმა პირველად წარმოადგინა სკაფანდრის სრული ვერსია, რომელიც მისმა კომპანია Space X-მა შექმნა. სკაფანდრის ფოტო გამომგონებელმა და ბიზნესმენმა Instagram-ზე გამოაქვეყნა.
https://www.instagram.com/p/BYyvO2WA3Ra/
ფოტოზე კაცი კოსმოსური ხომალდის Crew Dragon-ის ფონზე დგას. SpaceX-ის პირველი საპილოტე გაშვების დროს ასტრონავტები ახალი დიზაინით შექმნილ სკაფანდრებს ჩაიცმევენ.
პირველი სკაფანდრის ფოტო მან უფრო ადრე გამოქვეყნა და ,,ინსტაგრამზე” დაწერა ,, „ის ნამდვილად მუშაობს (მაკეტი არ არის). უკვე გამოსცადეს ორმაგი ვაკუუმის წნევით. წარმოუდგენლად რთული იყო ესთეტიკასა და ფუნქციურობას შორის ბალანსის დაცვა“, – წერს ელონ მასკი „ინსტაგრამში“.
https://www.instagram.com/p/BYIPmEFAIIn/
ელონ მასკის კომპანია SpaceX კოსმოსური ტექნიკის წარმოებით არის დაკავებული. კერძოდ კომპანია აწარმოებს რაკეტებს Falcon9-ს და სატვირთო ხომალდებს Dragon-ს, რომლებსაც NASA საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წყლის, სურსათისა და აღჭურვილობის გასაგზავნად იყენებს. მომავალში კი SpaceX-ის კოსმოსური მისიების განხორციელებას თავად აპირებს.
კომენტარები