ძლიერი წვიმის შედეგად, ფოთში, გვიან ღამით, ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. შეფერხებული იყო გადაადგილება, თუმცა სახლებისა და ეზოებში წყალი არ შესულა. ფოთის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის ზურაბ ჯამბურიას განმარტებით, ქალაქში შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობდა, თუმცა უხვი ნალექის გამო წყალი მაინც დაგროვდა და ქუჩები დატბორა.
„მოსახლეობისგან ჯერჯერობით შეტყობინება რა შემოსულა, დროის მცირე მონაკვეთში ძალიან დიდი რაოდენობით მოვიდა ნალექი, შესაბამისად ქალაქის ქუჩებიც დაიტბორა, მერიის სამსახურები მობილიზებულია, სატუმბი სადგურები მუშაობს, ელექტროენერგია მიეწოდება განუწყვეტლივ“,-განაცხადა ზურაბ ჯამბურიამ.
კომენტარები