NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შსს-მ ხე-ტყის ჭრის უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

შსს-მ ხე-ტყის ჭრის უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

08 სექ 2017 ახალი ამბები, სამართალი 806 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონოდ ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის, ასევე, სალიცენზიო პირობების დარღვევით სამეწარმეო საქმიანობის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საშეშე მერქნის ფლობის ფაქტები გამოავლინეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, 1983 წელს დაბადებული კ.ც. ამხილეს და მისი ავტომობილიდან 1.5  მ3  წიწვოვანი ჯიშის ხის მასალა ამოიღეს, რომელიც მას ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით უსაბუთოდ გადაჰქონდა. ფაქტზე გამოძიება  სალიცენზიო პირობების დარღვევით სამეწარმეო საქმიანობაზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საშეშე მერქნის ფლობის ფაქტზე, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მეოთხე (ხიდისთავის) განყოფილების თანამშრომლებმა 1982  წელს დაბადებული ლ.ქ.  ამხილეს და მისი კუთვნილი „ფორდ ტრანზიტიდან“ 3 მ3  საშეშე მერქანი ამოიღეს, რომელიც მას გორის რაიონის სოფელ ღვარებიდან ხიდისთავის მიმართულებით უსაბუთოდ გადაჰქონდა. გამოძიება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საშეშე მერქნის ფლობის  ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით).

ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 1982  წელს დაბადებული  თ.ა. ამხილეს, რომელსაც გორში 22 მ3 წიწვოვანი ხის დახერხილი ფიცარი გადაჰქონდა. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლი).
ამასთან, პოლიციამ ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე 4 პირი ამხილა.

კერძოდ,შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, სოფელ რუისთან, 1978 წელს დაბადებული ბ.ფ. უკანონოდ ხე-ტყის ტრანსპორტირების ფაქტზე ამხილეს. მას ბორჯომიდან თბილისისკენ „ფორდ ტრანზიტით“ 1,2 მ3 წიწვოვანი ხის უსაბუთო დახერხილი ფიცარი გადაჰქონდა.

ამავე ბრალდებით, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს მეოთხე (ხიდისთავის) განყოფილების თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული ზ.ყ. ამხილეს. მხილებულს გორის რაიონის სოფელ ბნავისიდან ხიდისთავის მიმართულებით, უსაბუთოდ, 2,8 მ3 ვერხვისა და რცხილის ჯიშის საშეშე მერქანი გადაჰქონდა.

უკანონოდ ხე-ტყის ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა ასევე ხიდისთავში, სადაც სამართალდამცველებმა 1999 წელს დაბადებული გ.ვ. 2 მ3 საშეშე მერქნის უსაბუთოდ გადატანის ფაქტზე ამხილეს და ხაშურში, სადაც პოლიციამ 1992 წელს დაბადებული გ.ა. ამხილა, რომელსაც ავტომანქანა  „ნივით“  1მ3. წიწვოვანი ხის მასალა გადაჰქონდა.

ოთხივე შემთხვევაზე, მხილებულები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მეორე პრიმა მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილით დაჯარიმდნენ (ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევა).

კომენტარები

შსს ხე-ტყე 2017-09-08
Tags შსს ხე-ტყე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დიზაინერის გასაიდუმლოებული სახელოსნო

შემდეგი სტატია

ძლიერი წვიმის შედეგად, ფოთში ცენტრალური ქუჩები დაიტბორა

მსგავსი სტატიები

მოსახლეობის ინიციატივით, რუსთავში ავტოფარეხებს შლიან

მოსახლეობის ინიციატივით, რუსთავში ავტოფარეხებს შლიან

სოსო ელისაშვილი 31 მარ 2018
ხელისუფლების პროვოკაცია, რამაც სახელმწიფო ბეწვის ხიდზე გაატარა – მელია პანკისში მომხდარ დაპირისპირებაზე

ხელისუფლების პროვოკაცია, რამაც სახელმწიფო ბეწვის ხიდზე გაატარა – მელია პანკისში მომხდარ დაპირისპირებაზე

სოსო ელისაშვილი 22 აპრ 2019
“არ მინდა, შევაშინო ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე, მაგრამ ყოველდღე უნდა ელოდონ ისინი დაპატიმრებას“

“არ მინდა, შევაშინო ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე, მაგრამ ყოველდღე უნდა ელოდონ ისინი დაპატიმრებას“

19 თებ 2019

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

  • მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

    მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

  • თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

    თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

  • პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

    პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

  • მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

    მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

  • „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge