უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური მოქალაქეებსა და ვიზიტორებს მოუწოდებს 9-12 სექტემბრის პერიოდში არ გამოიყენონ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „კრაკოვეცი“. როგორც სამსახურში აცხადებენ, სასაზღვრო-გამშვები პუნქტთან მოსალოდნელია ხალხმრავლობა და აქციები საქართველოს ექსპრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მისვლასთან დაკავშირებით. სამსახური მოქალაქეებს სხვა პუნქტების გამოყენებისკენ მოუწოდებს.
ასევე, უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური სააკაშვილის დამხვედრთა საყურადღებოდ ავრცელებს განცხადებას, რომ სასაზღვრო ზონაში განსაკუთრებული წესები მოქმედებს და მოუწოდებს მათ, რომ იმოქმედონ კანონის შესაბამისად.
„კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან მასობრივი შეკრებების შესაძლო ჩატარებასთან დაკავშრებით, 9-12 სექტემბრის პერიოდის განმავლობაში, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური გირჩევთ მარშრუტის სხვა გზები აირჩიოთ, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტი“,-ნათქვამია განცხადებაში.
სააკაშვილის განცხადებით პუტინი მის საბოლოო განადგურებას ცდილობს
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პუტინი მის საბოლოო განადგურებას ცდილობს და ის ამისთვის აქტიურად ემზადება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი საქართველოში ექსტრადიცია რუსული თამაშის შემადგენელი ნაწილია. ამ თამაშის ნაწილად მიაჩნია სააკაშვილს მღებრიშვილის სატელეფონო საუბრის გასაჯაროება, რაც მისი აზრით რუსებმა იმის მერე გააკეთეს, რაც ივანიშვილისგან თავი მოტყუებულად იგრძნეს და მიხვდნენ რომ საქართველოს ხელისუფლებას რეალურად არ სურდა სააკაშვილის ექსტრადიცია. ამ ჩანაწერის გასაჯაროებით კი მათ ფაქტობრივად აიძულეს ქართული მხარე დაეწყო რეალური ნაბიჯების გადადგმა სააკაშვილის ექსტრადიციისთვის. საქართველოს ყოფილი პირველი პირის განცხადებით უკრაინის პრეზიდენტს პოროშენკოს ასევე პირადი, ბიზნეს ინტერესი ამოძრავებს სააკაშვილის მოსაშორებლად.
სააკაშვილის განცხადებით, მისი ექსტრადიცია და დასჯა პუტინის გეგმის ნაწილია და რუსეთის პრეზიდენტს სურს მოახდინოს იმის დემონსტრაცია რომ ყველა ლიდერი, ვინც პოსტსაბჭოთა სივრცეში მას დაუპირისპირდა, საბოლოოდ განადგურდა ( კაჩინსკი, ნემცოვი). მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები მომავალში, უკრაინელი და ქართველი ერის გამარჯვება გარდაუვალია.
კომენტარები