რუსეთის თავდაცვის სამინიტროს განცხადებით, რუსული ავიადარტყმების შედეგად ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. ომის მინისტრი გულმუროდ ხალიმოვი მოკლეს. სამინისტროსვე ინფორმაციით, ხალიმოვი და კიდევ სამი გავლენიანი მეთაური შეკრების დროს ტერორისტების მიერ დაკავებულ დაირ-ელ-ზავრში დაბომბებს. რუსეთის თავდაცვის უწყებაში იმასაც აცხებენ, რომ არაერთი ევროპული სპეცსამსახური სწორედ ხალიმოვს მიიჩნევს პარიზის ტერქტების ორგანიზატორად.
მეთაურების გარდა, დაბომბვისას 40-მდე რიგითი მებრძოლის ლიკვიდაცია მოხდა.
როგორც რუსული „რია ნოვოსტი“ წერს, ხალიმოვმა სამხედრ კარიერა ჯერ კიდევ საბჭოთა სპეცრაზმში დაიწყო. ის ტაჯიკეთის ОМОН-ის მეთაურიც გახდა, ხოლო 2003-2008 წლებში პრეზიდენტის გვარდიაში მსახურობდა. ასევე, სააგენტოს ინფორმაციით, მან სამჯერ გაიარა სპეციალური მომზადება ამერიკის კერძო სამხედრო კომპანია Blackwater-ის ბაზაზე. 2015 წლის მაისში ხალიმოვი არ გამოცხადდა სამსახურში. რამდენიმე თვის შემდეგ კი ის „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში აღმოჩნდა.
კომენტარები