საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ქ. ტალინში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სვენ მიკსერს შეხვდა.
მიხეილ ჯანელიძემ ესტონურ მხარეს მადლობა გადაუხადა ტალინში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში “აღმოსავლეთ პარტნიორობის”წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მოწვევისათვის, რამაც კარგი შესაძლებლობა მისცა მხარეებს არაფორმალურ გარემოში განეხილათ 2017 წლის ნოემბერში ბრიუსელში დაგეგმილი”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტთან დაკავშირებული საკითხები.
თავის მხრივ ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირში ესტონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პრიორიტეტულობა და აღნიშნა ამ მიმართულებით უკვეგანხორციელებული და მომავალში დაგეგმილი ღონისძიებები.
მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნისმეგობრული ურთიერთობები და ის მნიშვნელოვანი ურთიერთმხარდაჭერა, რაც ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებობს. მათ შორის საგარეო საქმეთამინისტრმა მადლობა გადაუხადა ესტონეთს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის აქტიურო მხარდაჭერისთვის. აღინიშნა, რომ ორმხრივი აქტიური თანამშრომლობის და ესტონეთის მორიგი მხარდაჭერისგამოხატულება იქნება მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში საქართვლოში ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის დაგეგმილი ვიზიტი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ეს გახლავთ კიდევ ერთიდასტური ესტონეთის ხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სახისღონისძიებები, მათ შორის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის.
მინისტრებმა ასევე კმაყოფილებით აღნიშნეს თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორული მიმართულებით, მათ შორის ესტონეთის გამოცდილების გაზიარება ელექტრონული მმართველობის, საჯარო მოხელეთაგადამზადების მიმართულებით. განსაკუთრებით გამოიყო ის მრავალი სფერო, სადაც ესტონეთის ექსპერტები გამოცდილებას უზიარებენ საქართველოს. მათ შოროს საგადასახო სისტემის რეფორმა ესტონურიმოდელით, ელექტრონული მმართველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა.
მიხეილ ჯანელიძემ ესტონურ მხარეს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა “განვითარების სფეროს თანამშრომლობის” ფარგლებში საქართველოს დახმარებისთვის
კომენტარები