NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»კიევში მოკლული ქართველი შესაძლოა ლაფანყურის სპეცოპერაციის ფიგურანტია

კიევში მოკლული ქართველი შესაძლოა ლაფანყურის სპეცოპერაციის ფიგურანტია

08 სექ 2017 მნიშვნელოვანი 909 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ცნობილია, რომ ამ პიროვნებას კავშირი ჰქონდა კრიმინალურ წრეებთან, მას თემურ მახაური ჰქვია. მას კავშირი ჰქონდა სხვადასხვა ჩეჩნურ დაჯგუფებებთან. გარდა ამისა, წელს უკრაინაში ერთ-ერთ საქმეზე პირობით სასჯელს იხდიდა. თუ არ მეშლება, მას ბრალი ჰქონდა წაყენებული ასევე იარაღის უკანონო შენახვისთვის. მაშინ, ჩხრეკის დროს მას აღმოაჩნდა მოწმობა, სადაც ეწერა, რომ ის შეიხ მანსურის ბატალიონის მებრძოლი იყო”, – განაცხადა უკრაინის შსს-ს კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა არტიომ შევჩენკომ.

რამდენიმე საათის წინ, კიევის ცენტრში მომხდარ აფეთქებას საქართველოს მოქალაქე, თემურ მახაური ემსხვერპლა. დაშავდა მახაურის მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი უვნებლად გადარჩა.

მახაურის შესახებ ქართულ პრესაში ინფორმაცია 2017 წლის იანვარშიც გაჩნდა. გაზეთი “კვირის პალიტრა” უკრაინულ მედიაში საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებული ინციდენტით დაინტერესდა. გაზეთი  წერდა, რომ 16 იანვარს კიევში პატრულირებისას უკრაინელმა პოლიციელებმა ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომანქანა Mercedes ML с-ი გააჩერეს, რომელშიც დათვალიერების შემდეგ მძღოლს, ორი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები აღმოაჩნდა.

“ავტომანქანაში მყოფმა ერთ-ერთმა მამაკაცმა თემურ მახაურმა ჩეჩნეთის შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონის მოწმობა წარადგინა. აღნიშნული მოწმობა გამოწერილია უკრაინულ ენაზე. მისი თქმით, ის არის საერთაშორისო სამშვიდობო ბატალიონის მოხალისე მზვერავი, რომელიც ბაზირებულია ანტიტერორისტული ოპერაციების ზონის “ემ” სექტორში”, – ნათქვამია სტატიაში.

 

 

იმავდროულად, “კვირის პალიტრამ” “კავკაზცენტრზე” დაყრდობით დაწერა, რომ უკრაინაში დაკავებული თემურ მახაური (იგივე რუსლან პაპასკირი, იგივე ჩეჩენი ალი დაბუევი) ზედმეტსახელად “ზოონი”, ეფ-ეს-ბეს დაქირავებული კილერი იყო.გაზეთთან ინტერვიუში, კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე აცხადებდა, რომ არ იცის დანამდვილებით არის თუ არა თემურ მახაური და “ზოონი” ერთი და იგივე პიროვნება.

” ზოონი” თანამშრომლობდა საქართველოს იმჟამინდელ სპეცსამსახურებთან, მაგრამ როგორც შემდგომში გაირკვა, ის იყო რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი, რაც ასე დადგინდა: ლაფანყურის სპეცოპერაციის დამთავრების შემდეგ, ის გაიქცა თურქეთში, სადაც ადგილობრივი ჩეჩნური დიასპორის რამდენიმე წარმომადგენლის მკვლელობაში მონაწილეობისთვის დააკავეს. იმ ადამიანების მკვლელობისთვის, რომლებიც დუდაევის ფრთას, ანუ ახმედ ზაკაევის მხარდამჭერებს წარმოადგენდნენ. ვიდეოთვალმა დააფიქსირა “ზოონის” უშუალო მონაწილეობა ამ საქმეში. უფრო ადრე, 2010 წელს, ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე “ზოონის” საცხოვრებელ სახლზე მისი ლიკვიდაციის მიზნით განხორციელდა თავდასხმა. იმჟამინდელი ქართული სპეცსამსახურების პოზიცია იყო ასეთი, რომ მისი მოკვლა უნდოდათ ჩეჩნებს. ეს პიროვნება იჯდა თურქეთის ციხეში, როგორც ეფ-ეს-ბეს თანამშრომელი”, – აცხადებდა არეშიძე.

რუსული მედიის ცნობით, თურქეთში ადამიანს, სახელად თემურ მახაურს სტამბულში 5 ჩეჩენის მკვლელობასთან კავშირში ადანაშაულებდნენ. თურქეთის პროკურატურა მას შამილ ბასაევის მკვლელობის თანამონაწილედ თვლიდა. თუმცა ის გაამართლეს.

წყარო: იმედინიუსი

კიევის ცენტრში აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

ცოტა ხნის წინ კიევის ცენტრში მომხდარ აფეთქებას საქართველოს მოქალაქე, თემურ მახაური ემსხვერპლა. აფეთქების ადგილზე ის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. დაშავდა მისი მეუღლეც, მცირეწლოვანი შვილი კი უვნებელი გადარჩა.

 

 

На вул. Скоропадського навпроти Арени-Сіті вибухнула машина. Жінку-водія забрала швидка в критичному стані. Рух по вулиці перекрито pic.twitter.com/vrt4fB1X7c

— Авто Киев (@auto_kiev) September 8, 2017

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან. ქალაქ კიევის ცენტში, ბასარაბის მოედნის მახლობლად, ავტომობილი აფეთქდა. გამოცემა 112 ua-ს ცნობით, ავტომობილი აბსოლუტურად დამწვარია და კიდევ ერთი დაზიანებული. სალონში ერთი ქალი იმყოფებოდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

В центре Киева взорвался автомобиль, есть пострадавшие – 112.ua https://t.co/GBJhQCqVV8

— 112.ua (@news112ua) September 8, 2017

კომენტარები

2017-09-08
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბაადურ ჯობავა მსოფლიო თასის მესამე ეტაპზე გავიდა

შემდეგი სტატია

გასეირნება ვენეციაში

მსგავსი სტატიები

არკადი ბაბჩენკო ცოცხალია, მისი მკვლელობა უკრაინის უშიშროებამ დადგა

არკადი ბაბჩენკო ცოცხალია, მისი მკვლელობა უკრაინის უშიშროებამ დადგა

30 მაი 2018
„შუქრუთის მაღაროში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო“

„შუქრუთის მაღაროში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო“

სოსო ელისაშვილი 26 მარ 2018
თავის არეში დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა

თავის არეში დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა

22 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge