NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კახა კალაძემ მოსახლეობას ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

კახა კალაძემ მოსახლეობას ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

08 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 1048 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი რიმა ბერაძე წარუდგინა.

„ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად იბრძოლებს ყოველდღიურად, რომ იმ პრობლემების მოგვარება შევძლოთ, რომელიც ყველა ჩვენთაგანს გვაწუხებს“, – ასე შეაფასა თანაგუნდელი კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის, კერძოდ, ჩუღურეთის პრობლემებს ძალიან კარგად იცნობს და მათ გადაწყვეტას მისი გუნდის დახმარებითა და მოსახლეობის ჩართულობით გეგმავს.

„ჩუღურეთის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე აღმაშენებლის მაგალითზე. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. იქნება განვითარება, მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა და გამარჯვება. ჩვენ ძალიან ხშირად შევხვდებით, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც, რადგან როგორც გითხარით, მხოლოდ თქვენთან ერთად, თქვენი დახმარებითაა შესაძლებელი არსებული პრობლემების მოგვარება“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძის განმარტებით, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის, სკოლამდელი განათლების, სოციალური პროგრამებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიმართულებით აქტიურად იმუშავებს.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში, დედაქალაქში 12 ახალი ბაღი გაიხსნა. მიმდინარეობს ათი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან ჩვენს შვილებს ყველანაირი პირობა უნდა შევუქმნათ. სპორტი და სპორტული ცხოვრება – ეს ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. ჯანსაღი ცხოვრება ყველა თაობისთვის; განვითარება ყველა უბანში და არა მხოლოდ ცენტრალური უბნებისთვის; ძველი თბილისის – არა მხოლოდ კონკრეტული ქუჩების, არამედ მასშტაბური უბნების რეაბილიტაცია. მერიის პროგრამები გაგრძელდება მანამ, სანამ თბილისის თითოეული მცხოვრები შეძლებული და წელგამართული არ იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ლონდონის ბაღში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა რიმა ბერაძემაც მიმართა, რომელმაც მმართველ გუნდსა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„ქართული ოცნების“ გუნდმა ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კიდევ ერთხელ დამასახელა. ჩემთვის ორმაგი პატივია, ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც კახა კალაძე ხელმძღვანელობს და რომელსაც ძალიან კარგად გამოსდის კაპიტნობა.  მან კარგად იცის, თუ რა სჭირდება დედალაქს და შეუძლია, თბილისი სიცოცხლის ქალაქად გადააქციოს“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

ამომრჩევლებთან შეხვედრას ასევე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კახა კალაძე კახი კალაძე რიმა ბერაძე ქართული ოცნება ჩუღურეთი 2017-09-08
Tags კახა კალაძე კახი კალაძე რიმა ბერაძე ქართული ოცნება ჩუღურეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მიხეილ ჯანელიძე ესტონელ კოლეგას შეხვდა

შემდეგი სტატია

ანდალუზიის ფერები

მსგავსი სტატიები

საარჩევნო კოდექსი და სისტემა ერთიანად არის ასაღები და ნაგვის ყუთში გადასაგდები,”

საარჩევნო კოდექსი და სისტემა ერთიანად არის ასაღები და ნაგვის ყუთში გადასაგდები,”

ირაკლი შალიკაშვილი 13 ივნ 2019

საკრებულოსთან ერთი პოლიციელი დაშავდა

10 ოქტ 2017
გიორგი მარგველაშვილი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება

გიორგი მარგველაშვილი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება

სოსო ელისაშვილი 10 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ამანი, იორდანია –  სამეფო ქორწილი (ვიდეო)

    ამანი, იორდანია – სამეფო ქორწილი (ვიდეო)

  • ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

    ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

  • ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

    ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

  • დღე ისტორიაში – 4 ივნისი

    დღე ისტორიაში – 4 ივნისი

  • რანინა –  სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“  (ვიდეო)

    რანინა – სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“ (ვიდეო)

  • გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

    გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

  • ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

    ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

  • ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

    ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

  • ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

    ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge