რუსეთში, ემიტაჟის სახელმწიფო მუზეუმში ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულზე ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ხანძრის კერა ზამთრის სასახლის სარდაფში იყო. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოახერხეს. ხანძრის შედეგად 7 კვადრატული მეტრი დაიწვა.
ერმიტაჟიდან ხანძრის დროს ხალხის ევაკუაციაც მოხდა. დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. ადგილზე სახანძროს 15 მანქანა იყო მობილიზებული.
ერმიტაჟის სახელმწიფო მუზეუმში დაახლოებით 3 მილიონი ექსპონატია დაცული.
კომენტარები